კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica) Клекачка колхидская

2322 Views

კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica), ბუჩქი ან ტანდაბალი ხე  (2-6 მ-მდე სიმაღლის) ჯონჯოლისებრთა  ოჯახის წარმომადგენელი. აქვს გრძელყუნწიანი, სამ ან ხუთფოთოლაკიანი ფოთლები. გავრცელებულია ბალკანეთსა და მცირე აზიაში. 

საქართველოში ძირითადად კოლხეთში იზრდება. გვხვდება აგრეთვე ბანისხევში (ბორჯომთან). იზრდება ზღვის დონიდან 700-800 მ-მდე, ტყის პირებზე, წაბლნარებსა და მუხნარებში ქვეტყედ.

ყვავილობს მაისში, მსხმოიარობს ივლისში. კოლხური ჯონჯოლის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ. თეთრი ოდნავ მოვარდისფრო ყვავილები კენწრულ დაკიდულ ქოლგა ან საგველა ყვავილედებადაა შეკრებილი.

ნაყოფი უკუკვერცხრისებრი, სიფრიფანა ბუშტივით გაბერილი 2-3 ბუდიანი წვერში შეზრდილი ამდენივე ნაკვთიანი კოლოფია. თესლი ბურთივით მრგვალი, კოლოფთან მიმაგრების ადგილას მობრტყო, მუქჩალისფერმოყავისფრო ნაჭუჭიანი. იზრდება ტყეებში და მდინარეთა ხეობებში 1000-1200 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან იმერეთში, აჭარაში, სამაჩაბლოში, ქართლსა და კახეთში.

ჩვეულებრივ ჯონჯოლთან შედარებით კოლაჯური ჯონჯოლის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშნებია ის, რომ კენტფრთართული ფოთლების ფოთოლაკთა რაოდენობა უმეტესწილად 3 ცალს არ აღემატება და ნაყოფის ნაკვთები წვერში განცალკევებულია. იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე (ხშირად 100 მეტრამდე). გვხვდება აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში.

ორივე სახეობის ჯონჯოლის თანაყვავილედები ბუტონობის ფაზაში (გასაშლელად გამზადებული საყვავილე კვირტები) ჩვენში ოდითგანვე გამოიყენება როგორც შესანიშნავი საწნილე ნედლეულია. ამის გამო ჯონჯოლს ბაღ-ვენახების ნაპირებზეც კი აშენებენ საკარმიდამო ნაკვეთებში.

ჯონჯოლის თესლისაგან ადრე ზეთსაც ხდიდნენ, რომელიც სუნითა და გემოთი ფსტის ზეთს მოგვაგონებს. მაგრამ მისი მსუბუქი გამხსნელი თვისების გამო საჭმელად ნაკლებად გამოიყენებოდა. ამ თვისებების გამო იგი საყურადღებოა როგორც ქრონიკული კუჭშეკრულობის საწინააღმდედო საშუალება.

 

jjjnjnj_9993947503

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2162 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB