სამკურნალო მცენარეები-ხახვთესლა (Lysimachia Verticillata Pall)

111 Views Comment Off

ფურისულასებრთა ოჯახში შედის. ხახვთესლა 50-100 სმ სიმაღლის მრავალწიანი ფესურიანი ბალახია. ოდნავ წახნაგოვანი ღრუ ღერო ზედა ნაწილში დატოტვილია, რომლის მუხლებიც ხშირბუსუსიანია. თვით ღერო კი მეჩხერბეწვიანია.


მოგრძო კვერცხისებური, ზოგჯერ ელიფსური, გრძელყუნწიანი, კიდემთლიანი, მაგრამ კიდეწამწამიანი ფოთლები ღეროზე 3-4 ცალიან რგოლებადაა გაწყობილი. ფოთოლი ზემოდან მუქმწვანეა, ქვედა მხრიდან კი ბაცი ფერისა.
ყვავილები ნახევარჩხროებადაა შეკრებილი ფოთლების იღლიებში, ყვავის ყვითელი ყვავილებით მაის-აგვისტოს განმავლობაში.

ძირითადად ნესტიანი ადგილების მცენარეა. გვხვდება წითლნარებში, წიფლნარ-ნაძვნარებსა და წიფლნარ-რცხილნარებში, ნაძვნარ-სოჭნარებში და სხვ. მთაში სუბალპურ სარტყლამდე აღწევს.

ფოთლებს ხალხი ყვითელი საღებავის მისაღებად იყენებს. მისი კვამლი ხოცავს ბუზებს. ღვინოზე ნაყენს ან წყლიან გამონაცემს ჩაის სახით ხმარობენ სისხლიანი ხველის, ძლიერი კუჭაშლილობის, დიზენტერიის და რევმატიზმის წინააღმდეგ.

დასალევად ერთი დღე-ღამის დოზას ამზადებენ შემდეგნაირად: იღებენ 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ხახვთესლას და ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 7-10 წუთს შემდეგ ჩაისებური გამონაწვლილი მზადაა მისაღებად.

ხახვთესლას მონახარში შაქრით დატკბობისა და ცოტაოდენი ძმრის შერევის შემდეგ გამოიყენება პირში გამოსავლებად, პირის ღრუში წვრილი გამონაყარის დროს.

მონახარშის მოსამზადებლად შესაძლოა ავიღოთ 30 გრ წვრილად დაჭრილი ხახვთესლა 2 ჭიქა წყალზე, რომელსაც ვადუღებთ 10 წუთს, გაცივებისა და გაწურვის შემდეგ სვამენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.
ნედლი ბალახისგან გაწურული წვენი ახალ ჭრილობაზე ხმარებისას აჩერებს სისხლდენას. წვენს ხმარობენ დასალევადაც თითო სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.

ფხვნილად ქცეული ხახვთესლა წარმატებით გამოიყენება ბუზების საწინააღმდეგოდ.

lysimachia-punctata-fl-mlovit-geoagdidi

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1081 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1279 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB