სამკურნალო მცენარეები-ჩადუნა მთის (Dryopteris Filix-mas (L.) Schott)

309 Views Comment Off

კალამურასებრთა ანუ ნამდვილი გვიმრების ოჯახიდანა. ჩადუნა აჭარა-გურიაში ტყის გვიმრას სახელითაა ცნობილი, 1 მ-მდე სიმაღლის სპოროვანი, ფესვურიანი მრავალწლიანი მცენარეა.

მიწის ზევით განვითარებული ღერო არ გააჩნია. ფესურა კი კარგადაა განვითარებული და ძველი ფოთლების ყუნწების ძირებსა და მრავალ თხელშრიან ქერქშია გახვეული.

კენტფრთართული დიდი ზომის ფოთლები ფესვის ყელთან ჯგუფურადაა შეკრებილი; ჩვილი ფოთლები სპირალურადაა დახვეული და ზრდის მსვლელობაში თანდათან სწორდება ზეაღმართვით.

ჩადუნა ჩვეულებრივ ნესტიან ტყეებშია გავრცელებული (წიფლნარები და სოჭნარ-ნაძვნარები). ერთეულ დაკნინებული ეგზემპლარების სახით ზოგჯერ მუხნარებშიაც გვხვდება.

ჩადუნას ნორჩი სპირალურად დახვეული ფოთლები ზოგან საჭმელად გამოიყენება მხალის სახით.

სამკურნალოდ ფესურა გამოიყენება, როგორც სოლიტერის საწინააღმდეგო ძლიერ მოქმედი საშუალება, ამ მიზნით გამოიყენება მეცნიერულ და ხალხურ მედიცინაში, აგრეთვე ვეტერინარიაშიც.

საყურადღებოა ჩადუნას ძლიერშხამიანობა. ამიტომ მისი სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ ექიმის რჩევით და მისი ზედამხედველობით დაიშვება.

გარდა აღნიშნულისა, არის ცნობები იმის შესახებაც, რომ ხალხში ჩადუნა ცნობილია, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებაც.

Dryopteris_garo-kavk_002

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1081 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1279 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB