ნუშის სამკურნალო თვისებები, ნუშის ზეთი, ნუშის რძე

1897 Views

ზოგადად კაკლოვანი კულტურები ცილებისა და მინერალების (რკინა, თუთია, მაგნიუმი) წყაროა. ნუშის გული მდიდარია E ვიტამინით, რომელიც ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სიმსივნურ დაავადებათა განვითარებას.

ნუში კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, შეიცავს შაქარს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ფერმენტ ემულსინს და ცხიმებს. ნუშის გულს აქვს დამარბილებელი, შემომგარსველი, ტკივილგამაყუჩებელი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.

შუა აზიურ მედიცინაში შაქარში არეულ დანაყილ ნუშს წარმატებით იყენებენ: ანემიის, ასთმის, ხველის, უძილობის, თავის ტკივილის, ხელ-ფეხის დაბუჟების სამკურნალოდ.

კლასიკურ მედიცინაში ნუშის ემულსია, როგორც შემომგარსველი, დამარბილებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, ინიშნება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

ნუშის ზეთისგან ამზადებენ მალამოებს. გარდა ამისა, ის ნაზი საფაღარათო საშუალებაცაა და ნუშის რძესთან ერთად კოსმეტოლოგიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ნუშის ზეთი

განსაკუთრებით ძვირფასია პროდუქტია ნუშის ზეთი, რომელიც მრავალმხრივ გამოიყენება. ნუშის ზეთს ორი სახეობის – ტკბილი და მწარე – ნუშისგან ხდიან. ის სასიამოვნო გემოს მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე, უსუნო სითხეა.

მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ფიტოსტეროლს, ამიგდალინს, ტოკოსტეროლს, ტრიოლეინს, ლინოლენის მჟავას, გლიცერიდს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს.

ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს. ნუშის ზეთი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიკურობასა და ბზინვარებას.

იგი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს. საუკეთესო საშუალებაა მასაჟისათვის.

გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ზეთებთან კომბინირებულად ცელულიტის სამკურნალოდ. კარგად შეიწოვება კანიდან, აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და მატონიზებელი მოქმედება, ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს კანს.

რეკომენდირებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად. მისი რეგულარული შეზელა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს მას.

ეფექტურია ნაოჭების (განსაკუთრებით – თვალის ირგვლივ არსებულთა) საწინააღმდეგოდ. კარგია თერმული დამწვრობის, კანის მიკროტრავმების სამკურნალოდაც.

ნუშის ზეთის გამოსავლიანობა 30-37%-ს შეადგენს (დამოკიდებულია გამოწურვის ტემპერატურაზე, ტექნოლოგიაზე და პროდუქტის ტენიანობაზე). 1ლიტრი ნუშის ზეთის საცალო ფასი, მსოფლიო ბაზარზე 13-15$-ს შეადგენს.

წყარო: ნუში – მოყვანის ტექნოლოგია, ბაზრის კვლევა და პერსპექტივა

ნუშის რძის დამზადების წესი

ნუშის რძე შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ, ასევე მას იყენებენ ხილის კოკტეილებში, ცხობაში, ამატებენ ყავაში, იყენებენ სახის გასაწმენდად და სხვა.

საჭირო ინგრედიენტები:

• 1 ჩაის ჭიქა ნუშის (მოუხალავი) ნაყოფი;

• 3 ჩაის ჭიქა გაფილტრული ცივი წყალი.

მომზადება

ნუში ნაყოფი გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი, ისე რომ დაიფაროს და გააჩერეთ ერთი ღამით.

გადაწურეთ წყალი და ნაყოფი 15 წუთით ჩაალბეთ ადუღებულ (მუღარე) წყალში, ეს კანის ადვილად გაცლაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ კანი საერთოდ არ გააცალოთ თუმცა ამ შემთხვევაში რძის გემო უფრო მკვეთრი, ხოლო ფერი არა თეთრი არამედ კრემისფერი იქნება.

ჩაყარეთ გაფცქვნილი ნუში ბლენდერში და 1 ჭიქა წყალი დაასხით, ცოტა ხანში ძროხის რძის ფერ სითხეს მიიღებთ.

შემდეგ დაამატეთ დანარჩენი წყალი (2 ჭიქა) და დააბლენდერეთ 30-40 წამის განმავლობაში.

სითხე გაატარეთ 4-5 ფენა მარლაში, კარგად გამოწურეთ, გამონაწური მასის გადაყრას ნუ იჩქარებთ. ის ძალიან გემრიელია და იყენებენ სალათებში, საოჯახო კანფეტებში და პაშტეტებში.

ნუშის, რძე, ზეთი

მიღებული რძით შეგიძლიათ მაშინვე ისიამვნოთ. ან დაამატოთ თაფლი და მარილი გემოვნებით, ასევე სურვილისამებრ ამატებენ ვანილსაც.

ნუშის რძე მაცივარში შეინახეთ (შუშის ჭურჭელით). შენახვის ვადა 3-4 დღე.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB