კლდის დუმა (Sedum Caucasicum [Grossh.] Boris — Очиток кавказский)

487 Views Comment Off

სქელფოთლიანთა ოჯახში შედის. სწორმდგომი მარტივღეროიანი, 30-70 სმ სიმაღლის მრავალწლიანი სეკულენტურ ფოთლებიანი (სქელხორცოვანი ფოთლები) მცენარეა. კვერცხისებრი ან უკუკვერცხისებრი, უთანაბროდ დაკბილული ან თითქმის კიდემთლიანი, მჯდომარე ფოთლები ერთმანეთის მოპირდაპირედ და ჯვარედინადაა განლაგებული ღეროზე.

მომწვანო-თეთრი ყვავილები (ზოგი ეგზემპლარი გვხვდება მომწვანო-ყვითელი ან მოწითალო-ვარდისფერი ყვავილებითაც), კენწრულ ფარისებრ საგველედაა შეკრებილი. მკრთალი შეფერილობის, ძირში შეზრდილი ჯამის ფოთლები სამკუთხაა, წაწვეტებული. გვირგვინის ფურცლები ნავის მოყვანილობისაა. გვირგვინის ფურცლებიც და ჯამის ფოთლებიც ხუთ-ხუთია, მტვრიანათა რაოდენობა კი — 10 (ა. მაყაშვილი).

იზრდება მშრალ, ქვიან ადგილებში. უპირატესად ტყის შუა და ზედა სარტყელში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში, თაფლოვანი მცენარეა.

ადრინდელ მედიცინაში მიწისზედა ნაწილები და ფესვები გარეგან სახმარ საშუალებად გამოიყენებოდა მეჭეჭების და მაზოლების მოსაცილებლად, აგრეთვე ჭრილობების და დამწვრობის სამკურნალოდ. ეპილეფსიის სამკურნალოდ კი მცენარის წვენს ასმევდნენ.

ზოგი ქვეყნის ხალხური მედიცინა ნედლ დანაყულ კლდის დუმას ურჩევს მტკივნეულ სახსრებზე შემოსაფენად. ამავე მიზნით ხმელი ბალახის გამონახარშის ცხელი საფენებიც გამოიყენება. ამ საშუალებებს უფრო მეტად ქრონიკული რევმატიზმის დროს სახსრებში ტკაცანისებრი ხმაურიანი ტკივილების დასაწყნარებლად იყენებენ.

ზოგი ექიმბაში წინათ კლდის დუმას ნაყენს ასმევდა უნაყოფო ქალებს, ამასვე ურჩევდნენ სუსტ, სქესობრივ უნარდაქვეითებულ მამაკაცებსაც. ზოგან მკერდის არეში არსებული ტკივილების სამკურნალოდაც სვამდნენ.

ჭრილობებსა და დამწვრობიან კერებზე სუფთად გარეცხილ, ნედლ ფოთლებს იდებდნენ. დანაყილი ნედლი ფოთოლი მართლაც კარგად აცილებს კოჟიჟებს ფეხებზე, ხანგრძლივი ხმარების შემთხვევაში კოჟიჟი უვნებელი ხდება, თეთრდება და ადვილად ვარდება კანის სიღრმიდან (ე.ზალესოვა,  ო.პეტროვსკი).

mTisduma_samk_0383635300028927265

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB