ხურტკმელი (კინკრიჟა) — სამკურნალო მცენარე

5420 Views

ხურტკმელი (ლათ.Grossularia reclinata) 1 მეტრამდე სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია, 3-5 ბლაგვნაკვთებიანი, მცირე ზომის — 1-5 სმ სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით.

ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე არსებული ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.

ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოწითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადაა განლაგებული. 1,5 სმ-მდე სიმსხოს ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო შეფერვით.

ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფიც გამოიყენება.

ბუნებრივად გავრცელებულია ჩვენი ქვეყნის ბევრ რაიონში და კავკასიაში მთის შუა სარტყლისა და სუბალპურ ტყეებში, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე, მშრალ თხელ ხირხატ ნიადაგებზე.

კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. კულტივირებულია ფართოდ, მრავლდება თესლით და ვეგტაციურად — კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ინვითარებს.

ხურტკმელის ნაყოფი (კენკრა) 13,5 პროცენტამდე შაქრებს, 2 პროცენტამდე ლიმონის, ვაშლის და სხვა მჟავებს, 1 პროცენტზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს, C, P, B და A ვიტამინებს შეიცავს.

გარდა მის ამის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიამი. ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. ნედლი ნაყოფი კარგი ხილია, მისგან ამზადებენ მურაბას, კონფიტიურს, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და სხვ.

საზამთროდ ნაყოფს ახმობენ, ამზადებენ მარინადს ან კონფიტიურს, ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ. ხურტკმელის ნაყოფი პოპულარულია ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ.

გამოიყენება ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლს, ხალხური მედიცინა მას აგრეთვე იყენებს კუჭსასაქმებლად, შარდ და ნაღველდამდენ საშუალებად,

საუცხოო თაფლოვანი მცენარეა.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ: ხურტკმელი — დარგვა, მოვლა, მოყვანა, ბაღის გაშენება

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2121 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB