გულყვითელა (კალენდულა) — სამკურნალო მცენარე

1913 Views Comment Off

გულყვითელა (ლათ. Calendula officinalis) ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, დამახასიათებელი სურნელით, სიმაღლით 20-50 სმ.

ღერო სწორმდგომია, წახნაგოვანი. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, ქვედა ყუნწიანია, წაგრძელებული, კვერცხისებრი, ზედა _ მჯდომიარე, მოგრძო, ან ლანცეტისებრი. კალათა მსხვილია, დიამეტრით 4-9 სმ, რომელიც ყლორტის ბოლოზეა მოთავსებული.

გვერდითი ყვავილები ყვითელი ან მკვეთრი-ნარინჯისფერია, ბუტკოიანი, განლაგებულია რამდენიმე რიგად. ნაყოფი _ მოღუნული, მოყვითალო, ყავისფერი ან ნაცრისფერი თესლია.

გულყვითელა ყვავილობს ივნისიდან გვიან შემოდგომამდე. თესლი მწიფდება აგვისტოდან.

გულყვითელა კარგად ხარობს  ნესტიან, ნაყოფიერ და კარგად დამუშავებულ ნიადაგში. საქართველოში გავრცელებულია როგორც კულტურული, დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. ითესება ადრე გაზაფხულზე.

ნედლეულად აგროვებენ სრული ყვავილობის დროს ყვავილედს, როდესაც მასზე ენისებრი ყვავილები ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. წყვეტენ ყვავილედს ძირში, ხელით. ერთ სეზონზე შეიძლება რამდენიმეჯერ მოიკრიფოს ყვავილები. მოკრეფილი ყვავილები სწრაფად უნდა გაშრეს ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში. გამშრალად ითვლება ყვავილედი თუ ზეწოლის შედეგად ის იშლება.

გამშრალი ყვავილების შენახვა შეიძლება ბნელ ადგილას 2 წლის განმავლობაში.

გულყვითელას კალათა ყვავილედი შეიცავს კაროტინს, ლიკოპინს, ვიოლაკსატინს, ციტროკსანტინს, სიტოსტერინს, ფისებს, ვაშლის, სალიცილის, ასკორბინის მჟავებს.

გულყვითელას ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას.

გულყვითელას ნაყენის ხშირი გამოვლება პირის ღრუში ეფექტური საშუალებაა ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ამცირებს ან სრულიად წყვეტს ღრძილებიდან სისხლის დენას, ამაგრებს ღრძილების ქსოვილს. მის ნაყენს ივლებენ აგრეთვე ტონზილიტისა და ანგინის დროს.

გულყვითელას ნაყენის დალევა აუმჯობესებს გულის მუშაობას, ამცირებს შეშუპებას. იგი ასევე კარგად მოქმედებს გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტებისა და ენტეროკოლიტების დროს.

განსაკუთრებით ეფექტურია გულყვითელას გამოყენება სააფთიაქო გვირილასა და ფარსმანდუკთან ერთად.

გულყვითელას და სააფთიაქო გვირილის ნაკრები გამოიყენება როგორც ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, აგრეთვე ნაღვლის სადინარების სამკურნალოდ.

გულყვითელას ნაყენის მისაღებად 20 გრ ყვავილი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი 1-2 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს.

პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს.

პროქტიტების დროს იკეთებენ გულყვითელას ნაყენის ოყნებს (1 ჩაის კოვზი ნაყენი, 1/4 ჭიქა წყალზე).

გულყვითელას სპირტიანი ნაყენი იყიდება აფთიაქებშიც მიიღება 30 წვეთიდან 1 ჩაის კოვზამდე 2-3-ჯერ დღეში.

სხვადასხვა ხალხურ მედიცინაში გამოიყენებენ ისეთი დაავადების სამკურნალოდ როგორიცაა ნევრასთენია, კლიმაქსი, კანის დაავადებები, პარონდონტოზი, სტომატიტი.

გულყვითელა შედის მრავალი წამლისა და მალამოს შემადგენლობაში.

kalendula_4444495055551111755514

ავტორები: ს.ჩაგელიშვილი, მ.გოგორიშვილი
*გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
236 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB