ძაღლის სატაცური — სამკურნალო მცენარე

896 Views

ძაღლის სატაცური (ლათ. Tamus Communis L) დიოსკორეასებრთა ოჯახში შედის. ჩვენს წიფლნარებში და მუხნარებში, აგრეთვე სხვა ფორმაციის ტყეებში ფართოდ გავრცლებული მრავალწლიანი მხვიარა მცენარეა.

ქართლური – მიწისქონა;
ფშავური – ძაღლაფსელა;
თუშური – დათვთყურძენა;
იმერული – ლეფშურა;
ზემოაჭარული – ლემშური;
ქვემოაჭარული – ქავილა;
რაჭული, ლეჩხუმური, ზემოიმერული – ფუტკრიქავა, ფუთრიკავა;
გურული – ძირიწამალი;
მეგრული – მორთა, უნთო, უნთოში ჯინჯი, ძარხუხუ;
სვანური – მგთ, მუუთა.

მისი ტუბერის მსგავსად გამსხვილებული ფესვი, რომლის სიგრძე ზოგჯერ 1 მეტრსაც კი აღწევს, ნიადაგში საკმაოდ ღრმად მიდის, გარედან მუქი მოყავისფრო, ხოლო შიგნით მოთეთრო ფერისაა.

ფესვის ყელიდან ჩვეულებრივ რამოდენიმე ღერო ამოდის, თითოეული მათგანის სიგრძე 4 მ-მდე აღწევს.

გრძელყუნწიანი კიდემთლიანი ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. რკალნერვიანი ფოთლის ფირფიტა კვერცხისებრია, ღრმა გულისმოყვანილობის ფუძითა და წვეტიანი ბოლოთი.

მდედრობითი ყვავილები მოკლეყუნწიან მტევნებადაა თავმოყრილი ფოთლების იღლიებში. მამრობითი ყვავილების მტევნები ხშირად ფოთლს ყუნწზე გრძელია.

სფერული ფორმის წითელი, კენკრა ნაყოფი 3-6 თესლიანია, ყვავის აპრილ-ივნისში.

ძაღლის სატაცურის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილები შხამიანია. ქართული ხალხური მედიცინა მის ფესვებს რევმატიზმის სამკურნალოდ, გარეგან საშუალების სახით იყენებდა.

ძაღლის სატაცურის ფესვი ჩვენთან და კავკასიის სხვა ქვეყნებში რევმატიზმისა და იშიაზის სამკურნალოდ გამოიყენება. კლინიკური დაკვირვებებით დადასტურებულია ძაღლის სატაცურის ნახარშის ეფექტურობა აღნიშნული დაავადებების მკურნალობისას.

ძლიერი ტოქსიკური თვისებების გამო, ძაღლის სატაცურის საკვებად გამოყენება დაუშვებელია.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
345 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2353 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB