დარიჩინის სასარგებლო თვისებები, უკუჩვენებები და რეცეპტები

დარიჩინი, ხალხური, მედიცინა

დარიჩინი სანელებელია, რომელიც მზადდება დარიჩინის ხის ქერქისგან, მისი გამოშრობის საშუალებით. დარიჩინის სამშობლოა შრი-ლანკა.

დარიჩინის სასარგებლო თვისებები

  • დარიჩინი საკმაოდ სერიოზული სამკურნალო საშუალებაა, მაგალითად ის ხელს უწყობს შაქრის დონის დაწევას-დიაბეტის დროს. 4-5 გრამი დარიჩინი 15-20%-ით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.
  • დარიჩინში შემავალი საკვები ბოჭკო (ცელულოზა) და კალციუმი, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას;
  • დარიჩინი საუკეთესო საშულება დიარეის (ფაღარათი) და ყაბზობის (შეკრულობის) პროფილაქტიკისთვის, მოკლედ ის აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;
  • დარიჩინის რეგულარული გამოყენება ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს, ის დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე, დაბლა სწევს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს.
  • დარიჩინი ხსნის კანის გაღიზიანებას, ამიტომ მას ხშირად ურევენ სახლში დამზადებულ სახის კრემებში;
  • დარიჩინის სპეციფიკური არომატი, ტვინის მუშაობის სტიმულირებას ახდენს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

დარიჩინის უკუჩვენებები

ვინაიდან დარიჩინი აძლირებს სისხლის მიმოქცევას და ორგანიზმის სტიმულირებას ახდენს, მას როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს აქვს თავისი უკუჩვენებები.

  • დარიჩინი იწვევს გულისცემის აჩქარებას;
  • არ ღირს მისი მიღება მაღალი ტემპერატური დროს, მასში შემავალმა ნივთიერებამ კუმარინმა, შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს;
  • იმავე კუმარინის შემცველობის გამო, დარიჩინის დიდი რაოდენობით რეგულარული მიღება უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე;
  • დარიჩინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებული აქვთ;
  • შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება, კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევაში.

რამდენიმე რეცეპტი დარიჩინის გამოყენებით

დარიჩინი კლავს შიმშილის გრძობას, ამიტომ მას იყენებენ გასახდომად.

  • წონის დაკლება

რეცეპტი: 1/2 ჩაის კოვზ დარიჩინს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩეროთ ნახევარი საათი, გადაწურეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მიღებული ნაყენი გავაჩეროთ მთელი ღამე, გავყოთ ორ ნაწილად, მივიღოთ დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ.

პროცესის დასაჩქარებლად ამ ნაყენის ბოროტად გამოყენება არ შეიძლება, როგორც კი იგრძნობთ, რომ წონის კლების პროცესი შენელდა, უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება. კურსის გამეორება შეიძლება ერთი თვის შემდეგ.

  • ართრიტი

ყოველ დღე, დილით და საღამოს მიიღეთ 1 ჭიქა თბილი წყალი 2 ჩაის კოვზი თაფლით და 1 ჩაის კოვზი დარიჩინით.

  • ცისტიტი

2 ჩაის კოვზი თაფლით და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი გვხსნათ თბილ წყალში, დავლიოთ, შველის 1 საათის განმავლობაში. მხარდამჭერი თერაპიის სახით-გაანახევრეთ დოზა და მიიღეთ უზმოზე.

  • გულის დაავადებები

გააკეთეთ ჯემი თაფლისა და დარიჩინისგან შეფარდებით 1:1-ზე, მიიღეთ საუზმეზე ერთი სუფრის კოვზი. ეს რეცეპტი კარგია როგორც პროფილაქტიკის ისე აღდგენისთვის.

  • მაღალი ქოლესტერინი

ნახევარ ლიტრ თბილ წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი თაფლი და 3 ჩაის კოვზი დარიჩინი, მიიღეთ თითო ჭიქა 3-ჯერ დღეში.

  • მაღალი წნევა

არტერიულ წნევას მაშინვე დასწევს დაბლა თუ მიიღებთ 1 სუფრის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ნაზავს.

  • კანის დაავადებები და მწერის ნაკბენი

დარიჩინი თაფლთან ერთად ეფექტურია, როგორც აკმეს ისე ეგზემის და კანის სხვა დაავადებების დროს. უბრალოდ წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე მალამო პროპორციით 1:1-ზე. ამავე მალამოს იყენებენ მწერის ნაკბენის დროს.

  • გაციება და გრიპი

გაციების და გრიპის დროს შველის თბილი ჯემი – 1 სუფრის კოვზ შემთბარ თაფლს დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი. ჯემი მიიღეთ სამი დღის განმავლობაში 3-ჯერ დღეში.

  • დაღლილობა

1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და მიიღეთ დაღლილობის დროს.

აღნიშნული სამკურნალო თვისებები ახასიათებს დარიჩინს (ლათ. Cinnamomum verum) და არა რომელიმე სხვა მცენარეს, რომელიც შეიძლება დარიჩინის მაგივრად გაყიდონ.

*ხალხური რეცეპტების გამოყენების დროს, გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

თქვენი რეკლამა