ჩვეულებრივი ძეძვი — სამკურნალო მცენარე

1733 Views Comment Off

ძეძვი (ჩვეულებრივი ძეძვი ლათ. Paliurus Spina — Christi Mill) ხეჭრელისებრთა ოჯახის 1-4 მ სიმაღლის ხშირტოტებიანი და ეკლიანი ბუჩქი. ჩვილი ტოტები წვრილი ბუსუსებითაა შემოსილი, შემდეგ კი შიშველი.

საკმაოდ ყუნწიანი არასიმეტრიულად კვერცხისებრი, და კიდედაკბილული, სამრკალძარღვიანი ფოთლები ყლორტებსა და ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული.

ფოთლებით და ყლორტებით ძეძვი ძალიან ჰგავს უნაბს. ფოთლების ყუნწების ძირში წყვილწყვილი ან თითო მოკაუჭებული მაგარი ეკალი ზის.

მცირე ზომის მოყვითალო ყვავილები ფოთლების იღლიებში მოკლე მტევნებადაა შეკრებილი. მოხაზულობით მომრგვალო ბადროსებრი, ტალღოვან მშრალფრთიანი ნაყოფი შუაში ორივე მხრიდან ამობურცული და გრძელყუნწიანია, რომელიც მომწიფებულ მდგომარეობაში მოჩალისფრო ან მოვარდისფროა.

ძეძვი უფრო ხშირად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული ზღვის დონიდან უმეტეს ნაწილად 1200 მ სიმაღლემდე. დასავლეთ საქართველოში კი ზღვისპირეთის ქვიშნარებსა და მშრალ ქვიან ფერდობებზეა გავრცელებული. რაჭაში მცირე რაოდენობითაა აღწერილი სოფლების წესისა და კვაცხუთის მიდამოებში.

შესანიშნავი ბუჩქია ცოცხალი ღობეებისათვის, საძოვრებზე კი მავნე მცენარებადაა მიჩნეული, რადგან მის რაყებში ცხვარი დიდი რაოდენობით მატყლს სტოვებს, გარდა ამისა მისი ეკლები მტანჯავ ტკივილებს აყენებს საქონელს.

ძეძვის ფოთლები და ქერქი შემკვრელი თვისებისაა, ამიტომ ხალხურ მედიცინაში მათი ნახარში გამოიყენება კატარისა და კუჭაშლილობის დროს.

ყვავილები დიდი რაოდენობით ნექტარს იძლევა და შესანიშნავ თაფლოვან მცენარედაა აღიარებული.

ნაყოფების ნახარში ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც კარგი ამოსახველებელი საშუალება. დადებით ეფექტს იღებენ ბრონქიალური ასთმის საწყის სტადიაში გამოყენებით.

ნახარშის მოსამზადებლად ერთ ჩაის ჭიქა ნაყოფს 1 ლ წყალს ასხამენ, ნელი დუღილით 10-15 წუთს ხარშავენ. სვამენ თბილ მდგომარეობაში ღვინის ჭიქით, ყლუპ-ყლუპობით დღეში სამჯერ ერთი კვირის განმავლობაში.

ძეძვი

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3290 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB