ბროწეული — სამკურნალო მცენარე, რეცეპტები

1752 Views

ბროწეული (ლათ. Punica Granatum L) ბროწეულისებრთა ოჯახში შედის. საკმაოდ ტანმაღალი (1-5 მ) ხშირტოტებიანი ეკლოვანი ბუჩქია. ახალგაზრდა ტოტები მომწვანო-ნაცრისფერია, წიბოებიანი, დამოკლებული ტოტები ეკლით ბოლოვდება.

ფოთლები მოპირისპირეა ან შეჯგუფული, ტყავისებრი, მბრწყინავი, ელიფსური ან მოგრძო ლანცეტა, კიდემთლიანი. ყვავილები კაშკაშა წითელი, მრგვალი ნაყოფის დიამეტრი 15 სმ-მდე აღწევს, წონით კი 700 გრამამდე.

თესლებს წვნიანი ხორცოვანი რბილობი აკრავს. ყვავის მაის-აგვისტოში, ნაყოფი კი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. ბუნებრივად გავრცელებულია როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთშიც.

იზრდება მშრალ ქვა-ღორღიან ფერდობებზე, კულტურა ფართოდაა დანერგილი საქართველოს ბარში. ბუნებრივად იგი 600-900 მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება ზღვის დონიდან, უფრო ხშირად კი 600 მეტრამდე.

ბროწეულის ნაყოფის კანსა და ღერო-ტოტების ქერქს ტყავის შავად შესაღებად ხმარობდნენ. ნაყოფის კანისა და ძაღას (რკინის შაბიამანი) მეშვეობით შესაძლოა შავი მელნის დამზადება.

ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას.

სამკურნალოდ ნაყოფის კანი, ღეროს, ტოტებისა და ფესვების ქერქი გამოიყენება პარაზიტი ლენტური ჭიების წინააღმდეგ. აგრეთვე შემკვრელ საშუალებად კუჭ-ნაწლავის აშლილობისას.

მის შემადგენლობაში არსებული ალკალოიდი პლეტერინი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და ტოქსიკურ მოვლენებს იწვევს.

თბილისის ფარმაკოქიმიურ კვლევით ინსტიტუტში, შემუშავებულია ბროწეულის ნაყოფის კანის მშრალი ექსტრაქტი-ექსგრანი, მისი, როგორც კუჭაშლილობის საწინააღმდეგო საშუალების, კლინიკური გამოცდა ჩატარდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში.

ექსგრანი 0,75 გ დოზით დღეში სამჯერ იწვევს ავადმყოფის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, უმჯობესდება აგრეთვე ძილი, მადა, უქრება მუცლის ტკივილი და კუჭაშლილობა.

ბროწეული აძლიერებს და ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. თუ განიცდით სისხლის ნაკლებობას, რეკომენდირებულია მიიღოთ ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

ბროწეულის ნაყოფის კანი კარგ შემკვრელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება. კუჭაშლილობის, კუჭნაწლავის ანთების დროს.

იყენებენ ნახარშს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ნაყოფის კანი, ერთ ჭიქა წყალზე. ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წუთს (2 დღის დოზა).

ბროწეულის მარცვლები დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

სხვადასხვა (თირკმელები, ღვიძლი, ყურები და თვალები, სახსრები, გინეკოლოგიური ორგანოები) ანთებითი პროცესის დროს,ბროწეულის ქერქის ნახარში დაგეხმარებათ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და წყლის ორთქლზე 30 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ და დაუმატეთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ 50 გრამი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ბროწეულის ღეროსა და ფესვების ქერქს, ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ სოლიტერის წინააღმდეგ: 50 გ. მზა ნედლეულს 15 წუთს ხარშავენ 0,5 ლ წყალში, რომელსაც ტანიდების არასასიამოვნო მოქმედების გასაუვნებლად, წინასწარ ცოტა კირწყალს ურევენ; სვამენ 2-3 საათის განმავლობაში.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ: ბროწეული — დარგვა, მოვლა, მოყვანა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1279 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3576 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB