ვაზი – კულტურა, გაშენება, მოვლა, ჯიშები, კვება, დაავადებებთან ბრძოლა

281 Views

ვაზი (Vitis vinifera) ორლებნიანი, ყვავილოვანი მცენარეების, ვაზისებრთა (Vitaceae) ოჯახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. იგი სათანადო აღზრდა-ფორმირების და მოვლის პირობებში მეორე წელსვე იძლევა მოსავალს.

სრულმსხმოიარე ერთი ჰექტარი ვენახიდან 8-12 ტონა და მეტი მოსავლის მიღება არის შესაძლებელი.

ვაზის ზრდა განვითარების ოპტიმალური პირობებია: ტემპერატურა – 25-30℃, ჰაერის ფარდობითი ტენიანობა – 60-70%, ნიადაგის ტენიანობა – 80-85%, მოსავლის აღების პერიოდში 70%.

+8℃ დაბლა ვაზის ზრდა განვითარება წყდება. დაბერილ კვირტს და კარგად მომწიფებულ ყურძენს შეუძლია -3-4℃ ყინვის გადატანა, ხოლო ყლორტი -1℃-ზეც ადვილად ზიანდება.

ვენახში ნიადაგი დიფერენცირებულად უნდა დამუშავდეს. იგი დამოკიდებულია ნარგაობის ასაკზე, აღზრდის სისტემაზე და ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე.

ვენახში ნიადაგის დამუშავება მოიცავს: შავადხნულს, დაკორდებას, მულჩირებას, სიდერატების და ჰერბიციდების შეთანაწყობილ გამოყენებას.

დაკლიკეთ ფოტოზე და წაიკითხეთ

ვაზი, ვენახი

83Shares
In : PDF

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB