ვაშლის ძმრის დამზადება და მისი სასარგებლო თვისებები

ვაშლის ძმარი ერთ-ერთ უძველესი საკვები პროდუქტია, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან მოიხმარს. ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ მოთხოვნილება, კერძები სიმჟავით შეენელებინათ. შაქართან, მარილთან, სპირტთან ერთად იგი წარმოადგენს აუცილებელ მასალას კულინარიისთვის.

ვაშლი საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საკმაოდ გავრცელებული ხილია და უხვი მოსავლიანობით ხასიათდება.

მისი რეალიზაცია ადგილობრივი ბაზრის დაბალი მოთხოვნის გამო გართულებულია, ასევე შეზღუდულია არასტანდარტული პროდუქციის ბაზრებზე გატანა, ხოლო სამაცივრე მეურნეობების დეფიციტისა და სიძვირის გამო ზამთრის სეზონისთვის ნედლეულის მასობრივი შენახვა ვერ ხერხდება.

ფერმერებისათვის საუკეთესო გამოსავალია ჭარბი პროდუქციის გადამუშავება.

ვაშლის ძმარი იდეალურია კვების პროდუქტების დასაკონსერვებლად, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს როგორც მადეზინფიცირებელ და მრავალმხრივ გამოსაყენებად სამედიცინო პრეპარატს.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

თქვენი რეკლამა