სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ბიოწარმოების მეთოდები

ორგანული, ბიომეურნეობა, მოსავალი

მცენარე ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იკვებება, სუნთქავს, იზრდება, მრავლდება, რეაგირებს გარე გამაღიზიანებლებზე ბერდება და კვდება.

მცენარეთა ზრდა-განვითარება და პროდუქტიულობა განისაზღვრება მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების (სინათლე, სითბო, ტენი, კვება, ჟანგბადი, ნახშირორჟანგი) ერთდროული მოქმედებით. თითოეულ ფაქტორს თანაბარი მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ მათი ოპტიმუმის პირობებშია მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელი.

მცენარის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ამა თუ იმ სასიცოცხლო ფაქტორების ოპტიმუმები სხვადასხვაა.

ნიადაგის გაფხვიერება, ორგანული სასუქებით განოყიერება, სარეველა მცენარეების მავნებლებისა და დაავადებების კონტროლი და რეგულირება (და არა მოსპობა), სწორი რწყვა, მულჩირება და მცენარის მოვლა-მოყვანის ორგანულ სოფლის მეურნეობაში დაშვებული მეთოდების გამოყენება ქმნის ისეთ პირობებს, როდესაც მცენარეები ოპტიმალურად იყენებენ სინათლეს, სითბოს, ტენს, ჟანგბადს, ნახშირორჟანგს, საკვებ ნივთიერებებსა და იძლევიან მაღალ და ხარისხიან მოსავალს.

გზამკვლევი მოამზადა ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ავტორი: ნუკრი მემარნიშვილი.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ბიო, ორგანული, მეურნეობა

თქვენი რეკლამა