საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია

სოფლის, მეურნეობა

საქართველოს სოფლის მეურნეობას მდიდარი ტრადიციები გააჩნია, რაც ქვეყნის ისტორიის, ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

ამ ერთობლიობამ საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 43.4 % (ანუ 3 მილიონ ჰექტარზე ოდნავ მეტი) ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად, რომლებიც ასევე მოიცავს საძოვრებს და მდელოებს. დანარჩენი ფართობის 43% დაფარულია ტყის საფარით.

ქვეყანაში ეკოლოგიური და კლიმატური ზონების დიდი ნაირსახეობაა, რაც ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმეტესობის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა.

ეს კულტურები მოიცავს: მარცვლეულს, საადრეო და საგვიანო ბოსტნეულს, ბაღჩეულს, კარტოფილს, ტექნიკურ კულტურებს, ყურძენს, სუბტროპიკულ კულტურებს, ხილის ნაირსახეობას და სხვ.

კლიმატური ზონების გათვალისწინებით, საქართველოს ბიოსფერო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც განპირობებულია 12 განსხვავებული ზონისა და 49 სხვადასხვა ნიადაგის არსებობით.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს, ძირითადი საშუალოვადიანი სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების ერთობლიობას, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.

დაკლიკეთ სათაურზე და წაიკითხეთ

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015 – 2020 წწ

თქვენი რეკლამა