ქარსაფარი ზოლების მოწყობა

150 Views

ქარსაფარი არის ხეების და ბუჩქების რამდენიმე რიგისგან შემდგარი ნარგაობა, რომელიც იცავს ქარებისგან სხვადასხვა დანიშნულების სავარგულებს.

ქარსაფარებს აშენებენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, სოფლის მეურნეობის კულტურების უხვი და მყარი მოსავლიანობის უზრუნველყოფისა და ბუნების სტიქიური მოვლენებისაგან მათი დაცვისათვის.

სავეგეტაციო პერიოდში ქარის სიჩქარის შემცირებით ქარსაფარი ზოლები ხელს უწყობენ ტენის შენარჩუნებას მომიჯნავე მინდვრებზე, ხოლო ზამთარში – თოვლის საფარის შეკავებას და ამით ნიადაგის ტენიანობის ზრდას.

ნაშრომში წარმოდგენილია ქარსაფარი ზოლების მოწყობის თანამედროვე და ტრადიციული მეთოდები, ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობა, მათი სტრუქტურა და შემადგენლობა. განხილულია ქარსაფარი ზოლების ფუნქციები.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა პირობებისთვის შერჩეულია ქარსაფარ ზოლებში გასაშენებელ მცენარეთა სახეობები და ჯიშები.

ბროშურა განკუთვნილია ფერმერებისთვის, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დაკლიკეთ ფოტოზე (დაკომენტზე) და წაიკითხეთ

ქარსაფარი, მოწყობა

In : PDF

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB