დეკორატიული მცენარეები – ბაღის გაშენება, მოვლა, მყნობა, სხვლა-ფორმირება

დეკორატიული, მცენარეები

დეკორატიულ მებაღეობას ხელოვნების ისტორიაში მუდამ თვალსაჩინო ადგილი ეკავა. ბაღებისა და პარკების გაშენების ხელოვნება არქიტექტურის ერთ-ერთ თავისებურ სახეს წარმოადგენს და მას დიდის ისტორიული წარსული აქვს.

ძველ აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ძლიერი სიცხისაგან თავდასაცავად, სიგრილისა და ჩრდილის შესაქმნელად ხეხილის ბაღებს აშენებდნენ და პალმებს რგავდნენ. ამგვარად, სასიამოვნო წალკოტები იქმნებოდა.

დეკორატიულ ბაღს უდიდესი სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა აქვს. მწვანე ნარგაობა მტვრისა და კვამლის შემცირების საუკეთესო საშუალებაა, იგი კარგად ახშობს ხმაურს და, საერთო ჯამში, ადამიანისათვის სასიამოვნო გარემოს ქმნის.

დეკორატიული ბაღი საუკუნეების მანძილზე განიცდიდა როგორც არქიტექტურულ განვითარებას, ისე გამოყენებულ მცენარეთა არეალის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვით დაიხვეწა ბაღის მოწყობის ღონისძიებები, ხოლო ბაღში დარგულ მცენარეთა ჯგუფი ესთეტიურად უფრო მიმზიდველი და სიცოცხლისუნარიანი გახდა.

ბუკლეტში განხილულია დეკორატიული კულტურების მოვლისა და გამოყვანის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები: დეკორატიული ბაღის გაშენება, ნიადაგის დამუშავება და ნაყოფიერების მართვა, დეკორატიული ბაღის მოვლა – სხვლა-ფორმირება, მორწყვა, მცენარეების გამრავლების მეთოდები და სხვა.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

დეკორატიული, მცენარეები

თქვენი რეკლამა