დაფნის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი – სამეგრელო

დაფნა, კვლევა, სამეგერელო

დაფნის კულტურა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. დაფნის ძირითად სასაქონლო პროდუქციას წარმოადგენს მშრალი ფოთოლი, რომელსაც, ძირითადად, კვების მრეწველობაში, მედიცინასა და კოსმეტიკის წარმოებაში იყენებენ.

დაფნა ვრცელდება მშრალი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, დასავლეთ საქართველოს და მათ შორის სამეგრელოს რეგიონის კლიმატური პირობები იდეალურია დაფნის საწარმოებლად.

კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუების და ფოკუს ჯგუფების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში წარმოებული დაფნის თითქმის 99%-ის ექსპორტი ხორციელდება.

კვლევის ფარგლებში ჩატარებული გაანგარიშებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფნის წარმოება საკმაოდ მოგებიანია. ხარჯებისა და ნამატების თვალსაზრისით, მოგების მარჟა, დაფნის წარმოების შემთხვევაში, დაახლოებით შეადგენს 76%-ს. წელიწადში საშუალო დანახარჯი 1 ჰექტარზე არის 1,860 ლარი, ხოლო შემოსავალი 7,500 ლარი.

კვლევის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეგრელოს რეგიონისთვის ტრადიციულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურის – დაფნის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი. ეს კვლევა ითვალისწინებს დაფნის წარმოების ამჟამინდელ მდგომარეობას სამეგრელოში და ასევე აანალიზებს მის სამომავლო საექსპორტო პოტენციალს ევროკავშირის ბაზარზე.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

დაფნა, კვლევა, სამეგრელო

იხილეთ აგრეთვე: ბროკოლის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი ქვემო ქართლში

თქვენი რეკლამა