ბამბუკის მოყვანის აგროტექნოლოგია

ბამბუკი, ტყე, ბაღი

ბამბუკის მწარმოებელმა ფერმერებმა კარგად იციან, რომ საქართველოში მრავალწლოვან ტექნიკურ კულტურებს შორის ბამბუკს კომერციული მნიშვნელობით და გავრცელების პერსპექტივებით საპატიო ადგილი უკავია.

ბამბუკს ფართო და მრავალმხრივი გამოყენება აქვს დეკორაციული სახლების, ჯიხურების, სასადილო ოთახების და ტალავერების მოსაწყობად, მსუბუქი და გამძლე კიბეების გასაკეთებლად, კალათებისა და გოდრების დასაწნავად, საანკესო და სასპორტო ჯოხების დასამზადებლად, მევენახეობასა და მებოსტნეობაში, როგორც საუკეთესო საყრდენს.

ზამთარში მეციტრუსეები იყენებენ ციტრუსოვანთა დასაყრდენად, ასევე მისი ჩელტები გამოიყენება ღობეების და დეკორაციული გაზონების მოსაწყობად. მისი მერქნისაგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ქაღალდი.

ბამბუკის ნარგაობა მისი ძლიერი ფესვთა სისტემის გამო საუკეთესო საშუალებაა ფერდობების და ხრამების ეროზიული პროცესებისაგან დასაცავად.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ბამბუკი, გაშენება

თქვენი რეკლამა