ტეტანია მწვავე ნერვული დაავადება-მიზეზები და მკურნალობა

ტეტანია, გოჭები, დაავადება, მკურნალობა

ტეტანია მწვავე ნერვული დაავადებაა, რომელიც მჟღავნდება ბნედის სწრაფი გაჩენით და ხშირი განმეორებითობით, ავადდებიან 2-4 თვის გოჭები და ლეკვები, იშვიათად ხბოები.

შეიძლება დაავადდნენ მოზრდილი ცხოველებიც, მაგალითად მერძეული ფურები საძოვრული შენახვის პირველ პერიოდში.

გოჭების დაავადების შემთხვევები ჩვეულებრივ ჩნდება ზამთრის დასაწყისში და ხშირად ბაგური შენახვის პერიოდის ბოლოს. გოჭების ტეტანია მეღორეობის მეურნეობაში არც თუ ისე იშვიათად აღმოცენდება რაქიტთან ერთდროულად.

ავადმყოფობის აღმოცენებას ხელს უწყობს ცუდი მოვლა, მოძრაობის უქონლობა, არასწორი კვება, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა; მგრძნობიარე გზების რეფლექსური გაღიზიანება კბილების ამოჭრის, აგრეთვე პირის ღრუს ლორწოვანის ანთების, ყურის დაავადების დროს; ნაწლავების ჰელმინთოზები; კუჭნაწლავებიდან ინტოქსიკაციები; ზოგიერთი ინფექცია და ნერვულ სისტემაზე შხამების, ტოქსინების მოქმედება.

მოზარდეულის ტეტანის განვითარებაში ყველაზე უფრო არსებითი ფაქტორი – D-ვიტამინური ნაკლებობაა, რომელსაც თან სდევს კალციუმის შემცირება სისხლში, (გოჭებში 7-9 მგ პროცენტამდე) არაორგანული ფოსფორის შედარებით მაღალი დონის დროს.

ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია სხეულის კიდურების კუნთების ხახის საყლაპავი მილის ხორხის პერიოდულად განვითარებული კრუნჩხვები. ზოგჯერ, როგორც ეპილეფსიის დროს, აღინიშნება მოუსვენრობა, შიში ბნედის შეტევები; ის ასუსტებს ავადმყოფს და ზოგჯერ იწვევს სიკვდილს.

„გონება“ ჩვეულებრივ შენარჩუნებულია, მგრძნობელობა არ ქრება; ცხოველი რეაგირებს დაძახებაზე, სინათლეზე, მაგრამ გამოხედვა აქვს უძრავი. სუნთქვა გახშირებულია და დაძაბული ლოტწოვანი გარსები ციანოზურია, პულსი სუსტი, დაძაბული და ძლიერ გახშირებულია.

არც თუ იშვიათად ავადმყოფობა ვლინდება ცალკეული ჯგუფის კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვებით. ხორხის სპაზმების დროს ავადყოფებში უეცრად წყდება სუნთქვა, ჩნდება სილურჯე; საყლაპავი მილისა და ხახის სპაზმების დროს – ნერწყვდენა, პირღებინება.

ბნედის შეტევებს შორის შუალედებში ცხოველი დეპრესიულია, მადა არ აქვს. შემდგომ ვითარდება სისუსტე, ბარბაცით სიარული, კიდურები გამრუდება. მძიმე შმეთხვევებში კრუნჩხვითი შეტევები მთავრდება სიკვდილით ასფიქსიისაგან.

დაავადების დიაგნოზი ისმება კლინიკური სურათის საფუძველზე. ტეტანიისაგან განსხვავებით გაშეშება მოზარდეულში იშვიათად გვხვდება და მიმდინარეობს ტონუსური კრუნჩხვებით; ამ დროს როგორც წესი, აღინიშნება მესამე ქუთუთოს გამოვარდნა. ეპილეფსიისგან ტეტანია განსხვავდება მწვავე მიმდინარეობით და უფრო კეთილსაიმედო პროგნოზით.

მკურნალობისათვის პირველ რიგში საჭიროა სწორი კვება.

ბნედის შეტევების წინააღმდეგ ეფექტურია კალიომის ბრომიდი, ლუმინალი, მორფინი. სხვა საშუალებებიდან შეიძლება რეკომენდირებულ იქნეს ურეთანი, ვერონალი, პარათირეოიდინი ან პარათირეოიზალის ერთპროცენტიანი ხსნარი.

კარგ შედეგს იძლევა D2 ვიტამინის ზეთოვანი კონცენტრატის გამოყენებით შეშხაპუნება კუნთებში (გოჭებს 100-200 ათასი ინტ. ერთეული); კალციუმის ქლორიდის 10 პროცენტიანი ხსნარის ან ცარცის დანიშვნა შიგნით;

რეკომენდირებულია თიამინბრომიდის წყალხსნარის ინექცია, (0,5 – 1 მგ პრეპარატისა სხეულის 1 კგ წონაზე), ულტრაიისფერი დასხივება.

მსხვილფეხა რქოსან საქონელს კანქვეშ უშხაპუნებენ მაგნიუმის სულფატის ხსნარს, ვენაში შეყავთ 40 გ. კალციუმის ქოლრიდი, 15 გ მაგნიუმის ქლორიდი 300-400 მლ წყალში 10 პროცენტი გლუკოზის დამატებით.

ავტორი: ამირან კოჩალიძე

თქვენი რეკლამა