ვაშლის ნაცარი — სიმპტომები, დაავადების ციკლი, ბრძოლა

238 Views Comment Off

ნაცარი, რომლის გამომწვევია სოკო Podosphaera leucotricha, საქართველოში ვაშლის ერთ-ერთი გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. ეს დაავადება ვითარდება დაბალი ტენიანობის პერიოდებში და სითბოში. ნაცარის ინფექცია ვითარდება 10-დან 25˚C-მდე ტემპერატურაზე და გამრავლებისთვის არ საჭიროებს ტენიან პირობებს.

ეს არის ვაშლის ერთადერთი სოკოვანი დაავადება, რომელსაც შეუძლია დაინფიცირება წვიმით ან ცვრით დასველების გარეშე. ნაცრის მიმართ ყველაზე დაუცველია აქტიურად მზარდი ყლორტები. ნაცრის ინფექციები შეიძლება, ასევე, განვითარდეს ყვავილებში და გამოიწვიოს ნაყოფის მოსავლიანობის შემცირება.

სიმპტომები

ინფიცირებულ ხეებს უვითარდებათ თეთრი, ფქვილის მსგავსი ფენა ფოთლების ზედაპირზე. ეს ფქვილისებრი ფენა არის სოკოს მიცელიუმი და სპორები. ინფექციის განვითარებასთან ერთად დაავადება ვრცელდება ყლორტებზე, წვრილ ტოტებზე, ყვავილებსა და ნაყოფზე.

ინფიცირებული ფოთლები იხვევა შიგნიდან გარეთ/ზემოთ და დაინფიცირებულ ხილს უვითარდება ბადის მაგვარი კვალი.

გვიან სეზონზე დაინფიცირებულ ფოთლებსა და წვრილ ტოტებზე შეიძლება გაჩნდეს სოკოს მცირე ზომის შავი მსხმოიარე სხეულები. მწვავე ინფექცია იწვევს ხეების ზრდის შეფერხებას, მათ ახასიათებთ ნაკლები სიძლიერე, მოსავლიანობა და უფრო დაბალი ხარისხის ნაყოფი.

ნაცრის სიმპტომები ახალ ნაზარდზე ჩნდება როგორც სოკოვანი ნაზარდის თეთრი, ქეჩისმაგვარი ლაქები დახვეულ ან სიგრძეზე მოკეცილ ფოთლებზე. როგორც წესი, პირველ რიგში ინფიცირდება ფოთლების ქვედა ნაწილი. დაავადებული ფოთლები ვიწროვდება, იკეცება და ხდება მტვრევადი, კიდეებზე ხშირად ვითარდება მოვარდისფრო-მოწითალო ლაქა.

მოსვენებულ მდგომარეობაში არსებულ ამონაყარზე შეინიშნება მოთეთრო-მორუხო ნაზარდი.

ნაცრითი გამოწვეული ტიპური სიმპტომი ნაყოფის კანზე ბადისებრი ფორმის ხაზები ან მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობაა. ნაცრის მიმართ ნაყოფი ყველაზე დაუცველია ფურცლების ჩამოცვენის პერიოდის განმავლობაში.

ნაცრით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი გამოიხატება საყვავილე კვირტების ჩასახვის შემცირებით, არასასურველი გარეგნული შესახედაობით, ხის შემცირებული ზრდით და ნაკლები მოსავლიანობით.

ძლიერ დაავადებული ტოტები და კვირტები სუსტია და ყინვების მიმართ გამძლეობა არ გააჩნიათ.

ნაცარი

დაავადების ციკლი

დაავადების გამომწვევი სოკო გამოიზამთრებს მოსვენებულ მდგომარეობაში არსებული ფოთლის და ყვავილის კვირტების ქვეშ, რაც აძლევს შესაძლებლობას, შეიჭრას გაზაფხულზე გამოსულ ახალ ფოთლებში.

ინფიცირებული ყლორტის ბოლო შეიძლება იყოს მოვერცხლისფრო-მორუხო და დეფორმირებული. სპორები წარმოიქმნება და გამოიყოფა ახალგახსნილი ფოთლების ფენოფაზაში, როდესაც ისინი გამოდიან დაავადებული კვირტებიდან. ახალი ფოთლები აქტიურად

მზარდ ყლორტებზე ყველაზე არამდგრადია ინფექციის მიმართ. სპორები წარმოიქმნება მაღალი ფარდობითი ტენიანობის პირობებში, რაც, ჩვეულებრივ, ფოთლის ზედაპირზე გვხვდება.

ინოკულანტის სწრაფი დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს გამოზამთრების პროცესში ყლორტებზე ჭარბმა სპორულაციამ და მეორადმა დაზიანებებმა ახალგამოსულ ფოთლებზე.

ახალგაზრდა ნაყოფი შეიძლება დაინფიცირდეს ვარდისფერი კონუსის ფაზიდან 1-იდან 3 კვირამდე პერიოდის განმავლობაში.  ნაყოფის ინფექცია იწვევს მოკრეფილი ხილის ბადიანობას ან მოწითალო-მოყავისფროდ შეფერვას.

სპორების წარმოქმნისთვის აუცილებელია მაღალი ფარდობითი ტენიანობა (>70%) და შედარებით თბილი ტემპერატურა. თუმცა, შეიძლება სპორები დარჩეს უმოქმედოდ და გაუძლოს ცხელ, მშრალ პერიოდებს მრავალი კვირის განმავლობაში.

აუცილებელია ყოველწლიურად გასხვლა, რათა ვარჯში შენარჩუნებული იყოს კარგი აერაცია, რაც ამცირებს ფარდობით ტენიანობას და დაავადების განვითარების შესაძლებლობას.

ნაცარი

მონიტორინგი

მეხილეები უნდა დააკვირდნენ ნაცრის ინფექციის ნიშნებს მოსვენების პერიოდში ხის გასხლვისას. გაზაფხულზე, ყლორტების გათეთრებული ბოლოები მიანიშნებს ინოკულანტის შესაძლო მაღალ დონეზე.

საჭიროა ყვავილობამდე პერიოდიდან ნაყოფის განვითარების ეტაპამდე დამატებითი მონიტორინგი. ამ თვალსაზრისით ხორციელდება ყლორტებსა და ყვავილების კლასტერებზე დაავადებული ნაწილების დათვლა თითო ჰექტარზე შერჩეულ 5 ხეზე. მთლიანობაში 1-10 ინფექცია რისკის საშუალო დონეა, 10-ზე მეტი ინფექცია კი — რისკის მაღალი დონე.

სეზონის შუა პერიოდის განმავლობაში (3-9 კვირა ყვავილობიდან) უნდა დააკვირდეთ მეორად ინფექციებს, რათა დაადგინოთ დაინფიცირებული ფოთლების წილი თითო შერჩეული ხის 10 ყლორტის ბოლოზე. ფოთლების 20%-იანი ინფექცია მიანიშნებს კონტროლის პროგრამის სისუსტეზე, ნაყოფის და კვირტის ინფექციის მაღალ რისკსა და მომდევნო წლებში მოსავლიანობის შემცირების მუდმივ პრობლემაზე.

ნაცარი

ბრძოლა

ნაცრის კონტროლის საუკეთესო დონის მიღწევა, ჩვეულებრივ, შესაძლებელია კულტივაციის მეთოდებისა და ფუნგიციდების გამოყენებით. საჭიროა ხის სათანადოდ გასხვლა, რათა შემცირდეს ვარჯში ფარდობითი ტენიანობა და გაიზარდოს ჰაერის, სინათლის და შესხურებული პრეპარატის შეღწევა.

ნაცრის კონტროლის მიზნით ფუნგიციდით დამუშავების ყველაზე მნიშვნელოვანი დროა გაზაფხული. ამ დროის განმავლობაში ფუნგიციდით დამუშავება 7-10 დღიანი ინტერვალით ძალიან მნიშვნელოვანია ნაცრის წარმატებით მართვისთვის. პრეპარატის შესხურება უნდა გაგრძელდეს მანამ, ვიდრე არ გაჩერდება ახალი ყლორტების ზრდა.

ნაცრის კარგად ან საუკეთესოდ კონტროლი შესაძლებელია რამდენიმე ფუნგიციდით, თუ ისინი სათანადოდ და სწორი დოზით გამოიყენება. ნაცრის საწინააღმდეგო გარკვეული მოცემულია ვაშლის წამლობის სქემაში.

იხილეთ: ვაშლის წამლობის (დაცვის) ზოგადი სქემა

ავტორი: დ.პიჩა
წყარო: ვაშლი — დარგვა, გასხვლა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1347 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB