ვაშლის ნაყოფჭამია-საქართველოში ფართოდ გავრცელებული მავნებელი

195 Views Comment Off
გავრცელება და აგებულება
ვაშლის ნაყოფჭამია საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში. საერთოდ, ეს მავნებელი ჩვენს ქვეყანაში მეტ-ნაკლები რაოდენობით გვხვდება თითქმის ყველგან, სადაც გავრცელებულია თესლოვანი ხეხილი და კაკალი.

ვაშლის ნაყოფჭამიას მატლის სიგრძე დაახლოებით 18 მმ-ს შეადგენს. ასეთივე ზომისაა პეპელაც. მატლის სხეული დაფარულია წვრილი ნაცრისფერი ლაქებით, რომლებზედაც თითო ბეწვია. ზურგის მხრიდან იგი ვარდისფერია, ქვემოდან უფრო ღიაა, მკერდის ფარი კი მოყვითალო ფერისაა.
პეპლის წინა ფრთები მუქი-ნაცრისფერია, გარდიგარდმო გასდევს ტალღისებრი, შავი და თეთრი ხაზები. ფრთის წვერო მოყავისფროა, სამი ბრინჯაოსფერი მბრწყინავი ზოლითა და მუქი-მურა თვალის ფორმის ლაქებით. უკანა ფრთები მურა-ნაცრისფერია, ღია ჯინჯილით.
მამალი პეპელა ხასიათდება წინა ფრთების ზედა მხარეზე შავი ბეწვების ფუნჯით და ქვედა ზედაპირზე სიგრძივი მოშავო შტრიხებით.
ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან
ზამთარს ნაყოფჭამია ატარებს გამხმარი ქერქის ქვეშ და შტამბისა და ტოტების ნაპრალებში, ხილის საწყობებში, ნაყოფებსა და სხვა თავშესაფრებში. ამ დროს იგი ძირითადად იმყოფება უკანასკნელი ხნოვანების მატლის ფაზაში. შესაძლებელია, რომ მავნებელმა გამოიზამთროს ნიადაგშიც, განსაკუთრებით კი იმ რაიონებში, სადაც დიდი ყინვები იცის. მავნებლის მატლები ყინვის მიმართ განსაკუთრებულ გამძლეობას იჩენენ: უვნებლად იტანენ_250_მდე ყინვას.
გაზაფხულზე მატლები გადადიან ჭუპრის ფაზაში იმავე ადგილას, სადაც გამოიზამთრეს. ჭუპრის განვითარებისათვის საჭიროა ეფექტურ ტემპერატურათა ჯამი 140-1500. მისი განვითარების ქვედა თერმული ზღვარია 10-110. პეპლების გამოფრენა ძირითადად ემთხვევა ვაშლის ადრეული ჯიშების ჭარბი ნასკვის ჩამოცვენას. პეპლები ფრენენ მხოლოდ საღამოს საათებში. კვერცხის დებას ისინი იწყებენ გამოფრენიდან 2-3 დღის შემდეგ.
პირველი თაობის პეპლები კვერცხებს დებენ უმთავრესად ფოთლებზე, მეორე თაობისა-ფოთლებსა და ნაყოფებზე, მესამე თაობისა პეპლები კი –კომშის და ვაშლის საგვიანო ჯიშებზე (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ჯიშები არსებობენ მათი გავრცელების ადგილებში). ერთი პეპლის კვერცხის პროდუქცია 150 ცალს არ აღემატება.
მავნებლის ემბრიონული განვითარებისათვის საჭირო ეფექტურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 900-ს. ეს პროცესი 6-დან 10 დღემდე გრძელდება. მატლების განვითარების პერიოდი 2-3 კვირას შეადგენს, ხოლო ეფექტურ ტემპერატურატა ჯამი-3700-ს. ვაშლის ნაყოფჭამიას საქართველოში აქვს 2-3 თაობა.
მავნებლის უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა
გამოკვლევებით დადგენილია, რომ თესლოვან კულტურების ყველაზე გავრცელებული სამრეწველო ჯიშების მთელი მოსავლის შესაძლო დაზიანება 8,7-დან 31,5%-მდე მერყეობს. დაზიანებული ნაყოფები ლპება.
ბრძოლის ღონისძიებები:
  • ხეებზე საჭერი სარტყლების გაკეთება მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ ადრე შემოდგომაზე. (სარტყლების მოხსნა და დაწვა ხდება ადრე გაზაფხულზე).
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

pomonella_vaShlisnay_w_0202925555

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
237 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB