ყვავილების და ეზოს სხვა მცენარეების შეფუთვა ზამთარში

6470 Views

ეზოს ყვავილები და სხვა მცენარეები, რომლებიც ღია გრუნტზე (ეზოში) გვაქვს, ზამთარში გარკვეულ მოვლას ითხოვენ.

როდესაც ტემპერატურის ვარდნა მოსალოდნელია -2-10°С გრადუსამდე, საჭიროა ვიზრუნოთ მათ შეფუთვაზე.

გთავაზობთ ყველაზე ადვილ და იაფ მეთოდს.

ბუჩქს მოაცილეთ ფოთლები და მისგან 20-25 სმ მოშორებით (გარშემო), გააკეთეთ კარკასი ხით, პლასტიკატით, ან მსგავსი მასალებით (ლითონი არ არის რეკომენდირებული, რადგან სიცივეს იზიდავს, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ ლითონის ბადეს).

კარკასის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს მცენარის სიმაღლის 10-15 სმ-ით. კარკასი აავსეთ, ჩამოყრილი ფოთლებით.

ფოთლები აუცილებლად მშრალი უნდა იყოს.

შეგიძლიათ მიწაში მყარად ჩაარჭოთ რამდენიმე ჭიგო (მცირე ბოძი, ხარდანი, ჯოხი) და გარშემო შემოავლოთ რაიმე სახის ბადე და აავსოთ ჩამოყრილი ფოთლებით.

იხილეთ ფოტო.

ყვავილები

 

შეფუთვა სასურველია მოიხსნას სტაბილური +ტემპერატურის დროს.

1Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB