ციცარი კოლორადოს ხოჭოს მუსრს ავლებს

1557 Views

ეგზოტიკური ფრინველი ციცარი, რომელიც აფრიკული წარმოშობისაა, ჩვენში დიდი ხანია, ჰყავთ. თუმცა, ბოლო ხანს მასზე განსაკუთრებული მოთხოვნაა და ჩვენი მეურნეები, განსაკუთრებით ქალბატონები, არც ცდებიან. საქმე იმაშია, რომ ციცარს გამყივანი ხმა აქვს, საფრთხის შემთხვევაში ერთგვარი გუშაგის როლს ასრულებს და შინაურ ფრინველებს გამაფრთხილებელ ნიშანს აძლევს.

გურიაში, ჩაის გაველურებული ფართობების მომრავლების გამო, მომრავლდა ტურა, მელია, ბევრია ქორი და სხვადასხვა მტაცებელი ფრინველი თუ ნადირი, რომლებიც დიდ ზარალს აყენებს მოსახლეობას. ტყის განაპირა კარმიდამოებში, მოსახლეობას შინაური ფრინველის დაცვა ყოჩაღი ძაღლების დახმარებითაც უჭირთ. ამიტომ, წინა პლანზე წამოიწია ციცარის, ამ ეგზოტიკური და აგრესიული ფრინველის სერიოზულად მომრავლების საკითხმა.

ციცარი თუ თავიდანვე ქათმებთან ერთად იზრდება, მათ ნაკლებად ერჩის, თუმცა, ზოგჯერ, განსაკუთრებით გაზაფხულზე, ის აგრესიულობით გამოირჩევა და ხან ქათმებს თუ იხვებს კორტნის და კლავს კიდეც. ასეთ შემთხვევაში ის ცალკე უნდა დავამწყვდიოთ.

ციცარი, ხოჭო

ციცარი უნიკალური ფრინველია იმითაც, რომ ის ერთადერთია, რომელიც კოლორადოს ხოჭოს მუსრს ავლებს. ამიტომ, ჩვენი მოსახლეობა მეტად უნდა დაინტერესდეს მისი მოშენებით და თითოეულ ოჯახში ციცარი ისევე უნდა იყოლიონ, როგორც ჰყავთ ქათმები თუ ინდაურები.

ციცარი, ხოჭო

ციცარი წლის განმავლობაში, სულ ცოტა 100 კვერცხს დებს, ხშირად მეტსაც. კრუხობის პერიოდი ქათმისას ჩამოჰგავს. წიწილებს, დაახლოებით, 25 დღის შემდგ ჩეკს, რომლებსაც იმავე დღეს შეუძლიათ დამოუკიდებლად სიარული, მოძრაობა. ციცრის წიწილების გამოკვება ისევეა შესაძლებელი, როგორც ქათმისა.

ციცარი, წიწილი

ციცარს ასევე გემრიელი ხორცი აქვს, რითაც ის ინდაურს ჰგავს. ხოლო კვერცხის გარსი ისე მაგარია, რომ ვერც ინდაურის და ვერც ქათმის კვერცხი მას ვერ „უძლებს”. ამიტომ სააღდგომოდ ის განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.

ასე რომ, მოაშენეთ ციცარი.

წყარო: gurianews.com

იხილეთ აგრეთვე: ციცარი-კვება-სრულფასოვანი კომბინირებული კვების ნორმები

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB