ციტრუსოვან მცენარეთა დაავადება გუმოზი ანუ წებოს დენა

171 Views Comment Off

ციტრუსოვან მცენარეთა ერთ-ერთი სერიოზული დაავადებაა გუმოზი. ჩვენში ბოლო ოცწლეულში ციტრუსოვანთა დაავადება თანდათან გაძლიერდა.

გასულ წელს, დიდი ხნის შემდგომ, პირველად მოხდა ფერმერთათვის სერიოზული დახმარების გაწევა მთავრობის მხრიდან, ციტრუსოვანთა შესაწამლად. შედეგმაც არ დაიგვიანა და მანდარინის უხვი მოსავალი მივიღეთ. მეორე მხარეა ის, რომ გასაღების პრობლემა დადგა, რასაც სტიქიამაც შეუწყო ხელი. თუმცა, ახლა ჩვენ ამ სერიოზული დაავადების საწინააღმდეგო ქმედებაზე უნდა გირჩიო


გუმოზი ანუ წებოს დენა საკმაო ზიანის მომტანია.

დაავადებაა ორი სახისაა:

ა) არაპარაზიტული გუმოზი

მას იწვევს მცენარის მექანიკური დაზიანება, ნიადაგის ჭარბტენიანობა, ტემპერატურის მკვეთრი რყევადობა, კვების რეჟიმის დარღვევა, მძიმე ნიადაგები და სხვა.

ბ) პარაზიტული გუმოზს

მას იწვევს პათოგენური სოკოვანი ორგანიზმები.

ამ დაავადების მკურნალობა ჩვენ შეგვიძლია გვიან შემოდგომაზე, ზამთრის თბილ დღეებში და ადრე გაზაფხულზეც, ოღონდ დარში.

გუმოზის სიმპტომები

ზრდასრულ მცენარეებზე ავადმყოფობა გამოვლინდება უმეტესად ფესვის ყელთან ან მთავარ ღეროზე. დასაწყისში კანზე შეიმჩნევა რბილი ამობურცული ადგილები, რომლებშიც დაგროვილია წებოსებრი სქელი მასა. შინაგანი წნევის შედეგად კანი სკდება და გამოედინება წებოსებური ნივთიერება, რომელიც პირველად უფერულია, ხოლო შემდეგ ქარვისფერი.

კანის წებოს გამოდინების შემდეგ განიცდის ნეკროზს და ადვილად ძვრება მერქანს. წებოს დენა ყოველთვის მცენარის აქტივობის დაწყების შემდეგ შეიმჩნევა, ძლიერდება აქტიური ვეგეტაციის პერიოდში და სუსტდება მცენარის შესვენების ფაზაში გადასვლის პერიოდისთვის.

გუმოზით დაავადების დროს კანის გარდა მერქანიც ზიანდება. ნეკროზირებული კანის აცლის დროს შეიმჩნევა მერქნის გამუქება, რომელიც მის სიღრმეში ვრცელდება. გუმოზის გავლენა მცენარის მიწისზედა ნაწილზე კარგა ხანს არ ვლინდება.

ეს შეიმჩნევა მხოლოდ მაშინ, როცა ნეკროზირებული ქერქი ღერის ირგვლივ შემორკალავს და შეწყდება დაღმავალი დენა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფოთლების თანდათანობითი გაყვითლება და ტურმორის დაკარგვა. ასეთი სიმპტომების გაჩენის შემდეგ მცენარე მალე ხმება.

გუმოზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები

ავადმყოფობის ლოკალიზაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგიული ოპერაციების გამოყენებას, რომელიც ძირითადად ჩატარებული უნდა იქნას გუმოზის გამოჩენის დროს ტოტებზე, მაგრამ როცა ავადმყოფობა გამოვლინდება ღეროზე, მაშინ უნდა ჩატარდეს დაავადებული ნაწილების ჩამოთლა საღი ნაწილების მიყოლებით, ხოლო გაწმენდილი ადგილები დამუშავდეს შაბიამნის ხსნარით და დაიფაროს ბაღის მალამოთი ან ზეთოვანი საღებავით.

გუმოზის წინააღმდეგ საჭიროა: შტამბისა და ტოტების დაავადებული კანისგან გასუფთავება, დაავადებული ტოტების გამოჭრა და გამოხშირვა. გაწმენდილი ჭრილობების დეზინფექცია 1%-იანი რკინის ძაღათი ან სპილენძის შაბიამნით და მათი დაფარვა ბაღის მალამოთი ან ზეთის საღებავით.

გუმოზის წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა მსხმოიარე მცენარეების (სამ-ოთხ წელს ზევით) შტამბისა და ტოტების შეთეთრება ზამთრისთვის, რისთვისაც საჭიროა: ათი წილი კირი, ათი წილი თიხის და ორი წილი რკინის ძაღათი ან სპილენძის შაბიამნის ნარევით დამზადებული ხსნარი. წინა დღით დამზადებულ ასეთ ხსნარს მეორე დღეს, კარგ ამინდში წავუსვამთ ციტრუსოვანთა შტამბს.

ლამზირი ბერაძე
გურიანიუსი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB