ხეტიტა (ლირიოდენდრონი) – ულამაზესი დეკორატიული მცენარე

ხეტიტა, ტიტასხე, ლირიოდენდრონი

ტიტას ხე, ხეტიტა, ლირიოდენდრონი (Tulpenbaum /Liriodendron tulipifera/) ბუნებრივად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება ხეობებში, დაბლობებსა და ფერდობებზე.

50-60 მ-მდე სიმაღლის ხეა, 4-6-ნაკვთიანი, წვერში ამოკვეთილი 12-15 სმ სიგრძის და დაახლოებით ასეთივე სიგანის ღია მწვანე ფოთლებით.

აქვს კენწრული, ზარისებრი, მომწვანო-ყვითელი, გარედან ნარინჯისფერი ყვავილები, გრძელი მტვრიანები და ძაბრისმაგვარი დინგი. ნაყოფი მშრალია, ფოთლურა. სწრაფმზარდი მცენარეა.

ტიტა, ხე, ლილედრიონი

სინათლის მოყვარულია. სულ მცირეოდენი დაჩრდილვაც კი მისი დეკორატიულობის შემცირებას იწვევს. უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ ნოტიო ნიადაგებს. ცუდად იტანს კირის სიჭარბეს, მეზოფიტია.

ტიტა, ხე, ლილედრიონი

მიუხედავად მისი ეგზოტიკური იერისა, ეს სახეობა შედარებით ყინვაგამძლეა. იტანს ტემპერატურის ხანმოკლე დაცემას -30-320C-მდე. ხანგრძლივი ყინვების შემთხვევაში კი საყვავილე კოკრები იღუპება და მცენარე აღარ ყვავილობს. მისთვის ოპტიმალური პირობებია შავი ზღვის სანაპიროზე. ტიტას ხეს ულამაზესი ყვავილი აქვს.

ტიტა, ხე, ლილედრიონი

მიუხედავად იმისა, რომ კულტურაში ისეთ დიდ ზომებს ვერ აღწევს, როგორც ბუნებაში, ეს მცენარე მაინც დიდი ტერიტორიების დასამშვენებლადაა განკუთვნილი. ტიტას ხე ეფექტურია გაზონებზე, ბაღის საპარადო ადგილებზე ერთეული ნარგაობისა და ხეივნების შესაქმნელად.

ტიტა, ხე, ლილედრიონი

გააჩნია ფორმები: „Pyramidalis“, „Intermedia“, „Aurea Marginatum“.

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ შედგენაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე; ქეთევან გელაშვილი; მანანა ელბაქიძე.

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა