თხილის კვირტის ტკიპა (Phytoptus avellanae Nal)

639 Views Comment Off

თხილის კულტურაზე ოთხფეხა ტკიპების 8 სახეობაა ცნობილი, რომლებიც იყოფიან ორ ჯგუფად: კვირტისა და ფოთლის. ჯგუფებად. ორივე ტკიპა ინტენსიურად ვითარდება ჩვეულებრივი და პონტური თხილის კვირტებში.

თხილის კვირტის ტკიპა მდედრი ჭიისებრია, სიგრძით — 0,25 მმ, მამრი კი — 0,18 მმ; ფარი ნახევრად მომრგვალოა, ორი წყვილი წინ მიმართული, მოკლე ჯაგრებით. მუცელი 70 რგოლისაგან შედგება.

აზიანებს სხვადასხვა სახეობისა და ჯიშის თხილის საყვავილე და საფოთლე კვირტებს. დაზიანებული კვირტები ძლიერ იბერება, მრგვალდება და ადვილად გამოირჩევა ყლორტზე. დაზიანებული კვირტი დიამეტრში 10 სმ-მდე დიდდება. დაბერილი კვირტების შიგნით კი დიდი რაოდენობითაა ტკიპები და ჩანასახოვანი ფოთლები ერთიმეორეს დაციბულია.

უტკიპო ადგილებში ჩნდება მოწითალო ლაქა და გამონაზარდი. გარეთა ქერქლების დამახასიათებელი სიმჭიდროვე აღარ ემჩნევა და მის ზედაპირზე ვითარდება თეთრი ლაქა. ძალიან დაზიანებული კვირტები გაზაფხულზე არ იშლება, ხმება და ცვივა, ანდა ზოგჯერ იძლევა განუვითარებელ ყლორტებს.

ტკიპები ზამთრობენ კვირტებში, გამოზამთრებული ტკიპების გაზაფხულის მიგრაციაც ახალგაზრდა კვირტებში იწყება მაისში, ზაფხულისა კი – ივლის — აგვისტოში. სავეტაციო პერიოდში ვითარდება 6 გენერაცია. ემბრიონის განვითარება 6-10 დღე გრძელდება, ნიმფების — 30-40 დღე.

საინტერესოა, რომ ამ სახეობას ორი ტიპის ნიმფა ახასიათებს: ერთი, რომელიც კვირტში ვითარდება და მეორე -ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარეს. ინტენსიური გამრავლებისას ერთ დაზიანებულ კვირტში 30000-მდე ტკიპა შეიძლება აღმოჩნდეს. ტკიპების განვითარებას ხელს უწყობს გაზაფხულის თბილი ამინდი და ივნის — ივლისის წვიმები.

ბრძოლის ღონისძიებები — თხილში ოთხფეხა ტკიპების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა დროს, საჭიროა მათი თავისებურებების გათვალისწინება.

კვირტის ტკიპასთან წარმატებით ბრძოლას აბრკოლებს ის გარემოება, რომ იგი კვირტში ცხოვრობს და დაცულია სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებისაგან, აგრეთვე ნაკლებად ეფექტურია მათ წინააღმდეგ კონტაქტური მოქმედების პრეპარატები.

კარიციდების გამოყენება მიზანშეწონილია აპრილ — მაისში, როდესაც ტკიპები იმყოფებიან ფოთლისა და ყლორტის ზედაპირზე. ტკიპების მიგრაცია ემთხვევა თხილზე 3-6 ფოთოლაკის გამოჩენას და საშუალო სადღეღამისო ტემპერატურის 110C-ს.

ფოთლის ტკიპები მთელი ვეგეტაციის განმავლობაში ახდილად ცხოვრობენ ფოთლებზე და კონტაქტური აკარიციდებით მათი განადგურება შედარებით ადვილია.

 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB