სტაფილოს სოკოვანი დაავადებები-სტაფილოს ფომოზის სიმპტომები

125 Views Comment Off

განვითარების პირველ წელს სტაფილო თითქმის არ ზიანდება დაავადებებისაგან. მეორე წელს სტაფილოს აღმონაცენი ზიანდება ძირითადად ალტერნარიოზით და ფომოზით. ძირითად საფრთხეს სტაფილოსათვის წარმოადგენს ქეცი და ძირხვენების სიდამპლეები, შენახვის პერიოდში.

უნდა აღინიშნოს რომ სველი სიდამპლეების (თეთრი სიდამპლე – სკლეროტინიოზი და ნაცრისფერი სიდამპლე – ბოტრიტიოზი) მიერ გამოწვეული ზარალი მერყეობს 30-დან 70%-მდე.

სტაფილოს ფომოზი

გამომწვევი – Phoma rostrupii Sacc.
დაავადება აზიანებს სტაფილოს ღეროს, ყვავილედებს, ყვავილებს, ყუნწებს და ძირხვენებს.

დაავადებას ძირითადი ზიანი მოაქვს მეორე წელს. დაავადების გამომწვევი ინახება მცენარეულ ნარჩენებში.

სოკოს სპორების განვითარებისათვის ოპტიმალურ ტემპერატურას წარმოადგენს 20-25ºC როდესაც ტემპერატურა 10ºC – ზე დაბალია, სპორების განვითარება ფერხდება, ხოლო 0-დან 3ºC – მდე ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში კი სპორების განვითარება ძალიან ნელა მიმდინარეობს.

დაავადების სიმპტომები – მცენარის მიწისზედა ნაწილებზე (ღეროზე ტოტებზე ყვავილედებზე და თესლზე) ჩნდება წაგრძელებული ფორმის მურა ლაქები, რომლებიც შემდეგ იღებენ იისფერ შეფერილობას და გამოყოფენ წებოვან ნივთიერებას. სიცხეში დაზიანებული ქსოვილები იფარება სოკოს შავი პიკნიდიუმებით, ხმება და ადვილად იმტვრევა, ფოთლები იღუპებიან.

ძირხვენების დაზიანება ყველაზე ხშირად იწყება ფუძიდან. დაზიანებული ძირხვენის ქსოვილი მუქი-ყავისფერია, მშრალი.

შემოდგომით დაავადების სიმპტომები უფრო სუსტადაა გამოკვეთილი, ხოლო ზამთრის შენახვის პერიოდში შენახვისას უფრო თვალსაჩინოა. ამ დროს ხდება ძირხვენის ფუძის ლპობა, მისი ზედაპირზე აღინიშნება ჩაზნექილი მონაცრისფრო ლაქები, რომელთა ქვეშ ქსოვილი იშლება, შრება და ვითარდება ბზარები.

ბრძოლის ღონისძიებები:

მცენარეული ნარჩენების განადგურება;
კულტურათა მონაცვლეობის დაცვა;
აზოტშემცველი სასუქების სწორი ნორმების შეტანა;
თესლის დეზინფექცია;
შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

fomoz_0289282810914

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB