საკარმიდამო ნაკვეთში ჩასატარებელი სამუშაოები-თებერვლის თვეში

646 Views Comment Off

ჩვენს საკარმიდამო ნაკვეთში თებერვლის პირველივე რიცხვიდან უნდა შევუდგეთ საქმიანობას. ნუ დაველოდებით «ნასესხების» ჩავლას და ვისაც თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი სათბური არ გაქვთ, საოჯახო პირობებში შეგიძლიათ, მოაწყოთ მცირე კვალსათბურები და დაიწყოთ საადრეო ჩითილების გამოყვანაზე ზრუნვა.

ამასთანავე არისი ისეთი ბოსტნეული კულტურები, რომელთა დათესვა აუცილებელია თებერვლის პირველ დღეებში, რადგან სრულყოფილი ზრდა-განვითარება მოასწროს.

გოგრა _ იგივე თეთრი კვახი, რომელიც ასე პოპულარულია და სადღესასწაულო სუფრაზეც აუცილებლობად ითვლება, უნდა დავთესოთ თებერვლის დასაწყისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან კარგი ამინდების შემთხვევაშიც კი, იგი სრულყოფილ სიმწიფეს ვერ ასწრებს.

დიდი მნიშვნელობა აქვს სათესლე მასალას. ამის შემდეგ მოვამზადოთ ნიადაგი, რომელშიც უმეტესად უნდა იყოს ნამწვი, ე.წ. «ბონდო». გაითვალისწინეთ ისიც, რომ მთლიანად ნამწვი არ შეიძლება. თავიდან თესლი კარგად გაღვივდება და აღმოცენდება, თუმცა, ზრდაში შესვლის შემდეგ, მორწყვის მიუხედავად, უცებ ხმობას დაიწყებს. ამის მიზეზი ნამწვის ნაადრევი გამოფიტვაა. ამიტომ თავიდანვე უნდა შევაზავოთ იგი ორგანული სასუქითა თუ მდინარის შლამით.

დათესვისას, სასურველია, მზიანი დარი იყოს. ერთ მოზრდილ ბუდნზე 15 ცალი თესლის დაფლვა შეიძლება. თეთრი კვახი კარგად იტანს გადარგვას. დათესვის შემდეგ, თხილის წნელი რკალისებურად გადავაჭდოთ და დავახუროთ ცელოფანი, ირგვლივ შემოვუწყოთ ქვები ან რაიმე მძიმე საგნები, რომ ქარმა ეს ცელოფანი არ გადააძროს. აუცილებელია, სითბო, რომ მალე გაღვივდეს. მორწყვა კარგა ხანს არ დასჭირდება, რადგან ამ დროს მიწა დიდხანს ინარჩუნებს სინოტივეს.

თებერვლიდან მარტის ბოლომდე გოგრას სჭირდება განსაკუთრებული მიხედვა, რომ არ «შესცივდეს» და ზრდაში წინ წავიდეს. ნასესხების გავლის შემდეგ, გადავაძროთ ცელოფანი და ღია გრუნტში მის ზრდა-განვითარებას შევუწყოთ ხელი. შემდგომი მოვლის შესახებ რჩევებს, ჩვენს გაზეთში ადრე ვწერდით.

გოგრის გადარგვა ისეთივე წესითაა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენი ბოსტნეული კულტურებისა. დაახლოებით სამ-ოთხ ადგილზე მომზადებული ბუდნა და იქ გოგრის დათესვა, ერთი ოჯახისთვის სავსებით საკმარისია. დავიმახსოვროთ, რომ ერთ ადგილზე 2-3 ძირის მეტი არ დავტოვოთ, თორემ ერთმანეთს «დაახრჩობს».

ოხრახუში _ თებერვალში შეგვიძლია დავთესოთ ოხრახუში, თითქმის, ყველა კერძისთვის ესოდენ საჭირო ბოსტნეული. მისი დათესვა შესაძლებელია ღია გრუნტში, დაუხურავად, რადგან თოვლი და ყინვა ვერაფერს ვნებს. თუ გადახურავთ კვალსათბურს, უკეთესი იქნება და საგაზაფხულოდ ქორფა მწვანილი გვექნება. ოხრახუშის დათესვა, ქინძისგან განსხვავებით, წელიწადში ორჯერაც საკმარისია.

ბარდა და ცერცვი _ როგორც ადრე შემოდგომაზე ვწერდით, ბარდას (ცერცვს რომ ვეძახით, უფრო სწორად ცერცვის ნაირსახეობა), ოქტომბერში ვთესავთ. თუმცა, სოფელში მცხოვრები მეურნეების დიდი ნაწილი, რატომღაც მაინც გაზაფხულზე დათესვას ამჯობინებს, თან მოგვიანებით. გვიან დათესილი ბარდა კი, როცა სხვა პარკოსანი და უფრო გემრიელი ბოსტნეულიც შემოვა, მთლად სახარბიელო ვერ არის. ამიტომ, ვურჩევთ, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუთესია, თებერვლის დასაწყისში, კარგ ამინდში, სასწრაფოდ შეუდექით საქმეს და კვალში, მწკრივებად დათესეთ ბარდა (უხაზო ცერცვი).

«ოქროს ცერცვი» _ ცერცვის ნაირსახეობა, უამრავ ჯიშთაგან ერთ-ერთი, რომელიც ფარჩხზე «ღოღვას» არაა ჩვეული და ჩვეულებრივად 40-50 სანტიმეტრის სიმაღლისა იზრდება, წარმოადგენს პარკოსან კულტურას, ესეც სასურსათო დანიშნულებისაა. მისი მარცვალი ფართო ღილის ოდენაა და ისევე მწკრივებად ვთესავთ, როგორც ბარდას. თოვლი და ყინვა, როგორც წინაპრებს უთქვამთ, «მისთვის ბაბაა» და ვერაფერს აკლებს. რა თქმა უნდა, სათანადო ყურადღებას საჭიროებს და ზოგჯერ მასაც ესაჭიროება დაბალი ჯღა.

შევამზადოთ ნიადაგი _ თებერვლის დადგომისთანავე მოვამზადოთ ბოსტნეული კულტურების დასათესი მიწა, რომლის შემადგენლობა, წილობრივად უნდა იყოს ნაკელი, ნაცარი, სხვადასხვა მცენარის ფოთლებისგან გადამუშავებული ნეშომპალა, რომელიც უხვად მოიპოვება ხის, ბუჩქის თუ ღობის ძირებში. ეს ყველაფერი შევურიოთ ერთმანეთს, გავცრათ სპეციალურად ბოსტანში სამუშაოდ გამოყოფილ საცერში და გავამზადოთ განიერ მულჩებად. დავყოთ და თითოეულში დავთესოთ პომიდორი, მწარე და ტკბილი წიწაკა, ბადრიჯანი. გადავხუროთ ცელოფნით. ეს ყველაფერი საადრეოდ გამოსაყვანი ჩითილებისთვის დაგვჭირდება.

აღნიშნული ბოსტნეული კულტურების დათესვა მოგვიანებითაც შეიძლება, განმეორებით, რათა შემოდგომაზე გვიანი სეზონისთვის ოჯახში ბოსტნეული გვექნეს.

მარინე ჩიხლაძე
გურია news

იხილეთ აგრეთვე: რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ თებერვალში-ბაღში და ბოსტანში

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
282 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6030 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB