ბალახნარევების გამოყენება

ბალახი, ბალახნარევი, მეცხოველეობა

მეცხოველეობისათვის საჭირო მაღალყუათიანი და ვიტამინებით მდიდარი საკვები ბაზის შესაქმნელად ნათეს საკვებ ბალახებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ.

ბალახები ყველაზე ეფექტიანად გამოიყენება საკვებ კულტურათა შორის. მათგან მიიღება მაღალი კვებითი ღირებულების თივა.

ამასთან, ნათესი ბალახები ვიტამინებით მდიდარი საუკეთესო საძოვარი და მწვანე საკვებია, რომელიც დადებითად მოქმედებს ცხოველთა ზრდა-განვითარებასა და პროდუქტიულობაზე.

საკვები ბალახები ბიოლოგიური თავისებურების, თესვა-მოყვანისა და დანიშნულების მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: პარკოსნები და მარცვლოვნები. მათ თესავენ ცალკე (სუფთად) და ბალახნარევის სახით.

კვების რაციონში ცილებით მდიდარი საკვების მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს ბალახნარევებს. სუფთა ნათესთან შედარებით იგი იძლევა მაღალ და მყარ მოსავალს, უკეთესად იყენებს სასიცოცხლო ფაქტორებს – სითბოს, სინათლეს, ტენს, ჰაერს და ნიადაგის საკვებ ნივთიერებებს.

დაკლიკეთ დოკუმენტზე (ფოტოზე) და წაიკითხეთ

ბალახნარევი, მდელო

თქვენი რეკლამა