როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს ზამთარში

2674 Views Comment Off

ყველაზე მეტად მცენარეებს არ უყვართ ნოემბერი, შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი. მოკლე დღეები და შედარებით ცივი ამინდები შესაძლოა, ცუდად აისახოს მცენარეების მდგომარეობაზე.

საკვები ნივთიერებების მარაგი, რომელიც ზაფხულში დაგროვდა, შესაძლოა, მალე გახარჯოს მცენარემ და ამიტომ მათ დახმარება სჭირდებათ.

ყველაზე მთავარი ამ დროისთვის მცენარეებისათვის დღის განათების გახანგრძლივებაა. უნდა დავაყენოთ სპეციალური ხელოვნური განათება ან ჩვეულებრივი ნათურა და დაბნელებისთანავე ავანთოთ.

ბუნებრივი და ხელოვნური განათება, საერთო ჯამში, 10-12 საათი უნდა გრძელდებოდეს. იმისათვის, რომ მცენარეებმა კვირტების გაშლა შეძლონ, მათ პირდაპირი განათება სჭირდებათ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

ყურადღების გარეშე არ უნდა დაგვრჩეს მიკროკლიმატური პირობებიც. ალოე, ასპიდისტრა, აუკუბა, დრაცენა, ლიმონი, ზიგოკაქტუსი, ფიკუსი, ციპერუსი და ბევრი სხვა მცენარე ტემპერატურულ ცვლილებებზე დიდად არ რეაგირებენ, ადვილად იტანენ სიცივესაც. თუმცა, ბეგონიები, ანტურიუმი, სენპოლია (უზამბარული იები და კიდევ ბევრი სხვა) სითბოს მოყვარულია და 15 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას საჭიროებენ.

გერანი, ჰორტენზია, კამელიები, ფურისულები, ვარდები, ფუქსია სიცივის მოყვარულები არიან, ციკლამენი (სპარსული ყოჩივარდა) საერთოდ ვერ იტანს ოთახის სითბოს.

მცენარეთა მოთხოვნილებები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დაგვეღუპოს კიდეც. ცნობილია, რომ ფანჯრის რაფაზე, მინასთან ახლოს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით ნაკლებია ოთახისაზე. ასეთი კლიმატი კი კამელიის, ფურისულას, გერანის, ფუქსიის და ჰორტენზიისათვის გამოდგება.

მცენარეებს არ უყვართ ორპირი ქარი. ოთახის განიავების დროს, კარგი იქნება, თუ მათ ძველ გაზეთებს დააფარებთ. ფანჯრის რაფაზე მყოფი მცენარეებისათვის კი ასეთ დროს კარგი იქნება კარდონი.

ერთ-ერთი ფაქიზი პროცედურა მცენარეების მოვლის დროს მორწყვაა. ზედმეტ წყალს ზიანი მოაქვს, რადგანაც ქოთნის ძირში მიწა არ შრება და მჟავდება. ქვედა ფესვები ლპება და მცენარე ხშირად იღუპება.

მცენარე, რომელსაც ფოთლები დასცვივდა, მორწყვას იშვიათად საჭიროებს. თუმცა, არ უნდა გამოშრეს. ეს წესი ეხება იმ მცენარეებს, რომლებიც ისვენებენ და ვეგეტაციის პერიოდი ჯერ არ აქვთ. მაგალითად, ბოლქვოვან ბეგონიებს, გლოქსინიებს და ციკლამენებს.

რაც შეეხება მორწყვისათვის გამოყენებულ წყალს, იგი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, სასურველია, ჭურჭელში ადრე დაყენებული. თბილი წყლის მიღების შემდეგ მცენარეები იზრდებიან, ცივი კი ფესვების მიერ ცუდად შეიწოვება და შესაძლოა, მცენარე დაიღუპოს კიდეც.

მორწყვისათვის არ გამოდგება ანადუღარი წყალი, რადგანაც მასში ჰაერი არ არის. ჭავლი ზემოდან ქოთნის კიდისკენ უნდა იყოს მიმართული. საჭიროა მორწყვის დროს ფრთხილად ვიყოთ, რომ მიწა არ გადავრეცხოთ. დატკეპნილი მიწა კი მორწყვის დროს უნდა გაფხვიერდეს.

დროდადრო ზოგიერთ მცენარეს ხელოვნური წვიმაც ჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ფესვები შეუხმეს ან გაუფუჭდეს. ასეთია მაგალითად, მონსტერა, სინგონიუმი, ანტურიუმი და სხვები. ხელოვნური წვიმის დროს კარგი იქნება მცენარის ძირს თუ დაფარავთ და ზედმეტი წყალი არ ჩავა ქოთანში.

საკვები მცენარეებს ზამთარშიც სჭირდებათ, თუმცა, შედარებით ნაკლებად, ვიდრე ზაფხულში. კვება სჯობს გახორციელდეს კვირტების გამოჩენიდან ყვავილობის დასრულებამდე.

გახსოვდეთ, რომ მცენარეები დაბალი კონცენტრაციის საკვებს უკეთ ითვისებენ. ამიტომ, არ არის სასურველი მაღალი კონცენტრაციის ნივთიერებებით კვება. ასეთი საკვები ზოგჯერ ფესვების დამწვრობასაც კი იწვევს.

ავტორი: ზურა ბაუჟაძე, gurianews.com.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB