როგორ გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი-აგრონომის რჩევები

1844 Views Comment Off

აპრილის ბოლოს უკვე მიზანშეწონილია ღია გრუნტში დავთესოთ სხვადასხვა ბოსტნეული კულტურები, ხოლო დახურულ კვალსათბურებში გამოყვანილი ნერგები  მაისის დასაწყისიდან გავიტანოთ  ღია ბოსტანში დასარგავად.

როგორც წესი, საადრეო და საგვიანო მოსავლის სიუხვის მისაღწევად მონაცვლეობა ხდება ამ წესით. თუმცა, რომ გვქონდეს ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი, სოფლებში მცხოვრებლებმა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი, რომლის მომზადების წესი ბევრს მცდარად აქვს შესწავლილი და ხდება ისე, რომ მცენარეს არათუ ზრდაში უშლის ხელს, ანადგურებს კიდეც.

მოსახლეობას საჭირო რჩევას გვაძლევს ცნობილი აგრონომი აკაკი ღლონტი:

არაერთი მეურნე მინახავს, რომელიც ჟიჟას და წუნწუხს ერთმანეთისგან არ ასხვავებს და  ეს ორი სახელი ერთი და იგივე მნიშვნელობისა ჰგონია.

პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ აპრილის ბოლოდან იწყება პერიოდი, როცა ჩვენს ბოსტნებში, ღია სათბურებში თუ ხეხილოვან ბაღებში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს ბიოსტიმულატორები.

როგორ დავამზადოთ და მერე როგორ გამოვიყენოთ ჟიჟა და წუნწუხი?

ჟიჟა საქონლის ნაკელისგან მომზადებული მასაა, წილობრივად 1:1 შემადგენლობით. მაგალითად, 50 კგ ახალ ნაკელს დავასხამთ 50 ლიტრ წყალს და დღეში ორჯერ ვურევთ, ორი კვირის მანძილზე. მასა აუცილებლად უნდა იყოს თავდახურული.

ზაფხულში ნაკლები დრო სჭირდება მზაობამდე.

შემდეგ ერთ ლიტრ ჟიჟას ჩავუშვებთ ცხრა ლიტრ წყალში, ავურევთ და ასეთი სახით ერთ ლიტრს დავუსხამთ თითოეულ ძირ ბოსტნეულ კულტურას. სამწუხაროდ, მცენარეებს  ხშირად პირდაპირ უსხამენ მომზადებულ ჟიჟას, რაც დაუშვებელია. გაუზავებელმა ჟიჟამ, შესაძლოა, მცენარე სრულად დათრგუნოს, დაწვას, რადგან დიდი რაოდენობით სასარგებლო სასუქიც საზიანოა.

უმჯობესია, ჟიჟის შემოსხმის პროცესი წვიმიან ამინდში მოხდეს.

რაც შეეხება წუნწუხს, ეს არის პირუტყვის შარდი, რომელიც გროვდება ბოსელთან სპეციალურად მოწყობილი შარდსავალის გავლით წინასწარვე მომზადებულ ორმოში. დაგროვების დროს ხდება დუღილის პროცესი. საქონლის შარდი ყველაზე მდიდარია აზოტით-100 ლიტრი  საქონლის შარდი 25-27 კგ ამონიუმის გვარჯილის ექვივალენტია.

წუნწუხი,  შესაძლებელია, ამოვიღოთ ვედროებით და ორი ლიტრის რაოდენობით დავუსხათ ხეხილოვან კულტურას; ნახევარი ლიტრის რაოდენობით-ბოსტნეულ კულტურას.

აღნიშნული მეთოდები ძველია, რომელიც ხალხმა დაივიწყა და პირდაპირ ამონიუმის გვარჯილას უყრიან მცენარეს, რაც ძალიან გვაშორებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან.

დღეს სოფელში ყველას შეუძლია, ჟიჟისა და წუნწუხის გამოყენებით აბსოლუტურად სუფთა, უვნებელი ხილი თუ ბოსტნეული მოიწიოს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების  მნიშვნელოვანი ფაქტორია.

gurianews.com

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1081 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1279 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB