რეკომენდაცია-მებაღჩეობა-საზამთროს დაცვის სქემა 1000 მ2 ფართობზე

301 Views Comment Off

პირველი წამლობა ტარდება საზამთროს დათესვამდე. წამლობისათვის გამოიყენება პრეპარატი აპრონ იქს ელი. მოცემული წესის მიხედვით: 5 გრ. პრეპერატი იხსნება 10 ლ. წყალში და ხდება ნიადაგის მორწყვა ისე, რომ 1 კვ/მ-ზე დაიხარჯოს 2-4 ლ. ხსნარი.
მეორე წამლობა ტარდება გადარგვიდან 2-3 დღის შემდეგ და ანალოგიურია პირველი წამლობისა.

მესამე წამლობის ჩატარება საჭიროა გადარგვის შემდეგ, როდესაც მცენარე განივითარებს ეშვს (ბწკალს). ამ დროს 150 გრ. რიდომილ გოლდი და 10 გრ. აქტარა იხსნება 50 ლ. წყალში და ხდება შესხურება.

მეოთხე წამლობის ჩატარება საჭიროა მესამე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ. ამ დროს 50 გრ. კვადრისი და 25 გრ. კარატე ზეონი იხსნება 50 ლ. წყალში და ხდება შესხურება მცენარეზე.

მეხუთე წამლობა ტარდება მეოთხე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ და ამ დროს 25 გრ. ტოპაზი და 25 გრ იტალიური ბორდის ნარევი იხსნება 50 ლ. წყალში და ხდება შესხურება მცენარეზე.

მეექვსე წამლობა ტარდება მეხუთე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ და ამ დლოს 200 გრ. ფუნგიკინგი იხსნება 50 ლ. წყალში და ხდება შესხურება მცენარეზე.

მეშვიდე წამლობა ტარდება მეექვსე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ. ამ დროს საჭიროა 250 გრ. ოქსიქლორი და 150 გრ. სკორი გაიხსნას 50 ლ. წყალშო და მოხდეს შესხურება.

სარეველებთან ბრძოლა:

სარეველების წინააღმდეგ ხდება ჰერბიციდ რუმბის გამყენება. შესხურება საჭიროა ჩატარდეს საზამთროს გადარგვამდე დაახლოებით 10 დღით ადრე 200 გრ. რუმბო იხსნება50 ლ. წყალში და ხდება შესხურება.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB