რეკომენდაცია-მებაღჩეობა-ნესვის დაცვის სქემა 1000 მ2 ფართობზე

724 Views Comment Off

პირველი წამლობა ტარდება ნესვის დათესვამდე. წამლობისათვის გამოიყენება პრეპარატი აპრონ იქს ელი. მოცემული წესის მიხედვით: 5 გრ პრეპარატი იხსნება 10 ლ წყალში და ხდება ნიადაგის მორწყვა ისე, რომ 1 კვ/მ-ზე დაიხარჯოს 2-4 ლ ხსნარი.

მეორე წამლობა ტარდება გადარგვიდან 2-3 დღის შემდეგ და ანალოგიურია პირველი წამლობის.

მესამე წამლობის ჩატარება საჭიროა გადარგვის შემდეგ, როდესაც მცენარე განივითარებს ეშვს (ბწკალი), ამ დროს 150 გრ რიდომილ გოლდი და 10 გრ აქტარა იხსნება 50 ლ წყალში და ხდება შესხურება.

მეოთხე წამლობის ჩატარება საჭიროა მესამე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ. ამ დროს 50 გრ ქუადრისი და 25 გრ კარატე ზეონი იხსნება 50 ლ წყალში და ხდება შესხურება მცენარეზე.

მეხუთე წამლობა ტარდება მეოთხე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ და ამ დროს 25 გრ ტოპაზი და 25 გრ ბორდოს ნარევი იხსნება 50 ლ წყალში და ხდება შესხურება მცენარეზე.

მეექვსე წამლობა ტარდება მეხუთე წამლობიდან 7-8 დღის შემდეგ და ამ დროს 200 გრ ფუნგიკინგი იხსნება 50 ლ წყალში და ხდება შესხურება მცენარეზე.

მეშვიდე წამლობა ტარდება მეექვსე წამობიდან 7-8 დღის შემდეგ. ამ დროს საჭიროა 250 გრ ოქსიქლორი და 15 გრ სკორი გაიხსნას 50 ლ წყალში და მოხდეს შესხურება.

მახრას საწინააღმდეგოდ:  20 გრ დურსბანი + 1 ლ წყალი + 5 კგ ქატო + 200 გრ ზეთი. მოცემული მასის მობნევა ხდება დაახლოებით 100 კვ. მ-ზე.

სარეველას წინააღმდეგ: კულტურის გადარგვამდე ყველა სახის სარეველას წინააღმდეგ გამოიყენება ჰერბიციდი რუმბო, 200 გრ იხსნება 50 ლ წყალში და ხდება ნიადაგზე მოსხურება.

 საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2557 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1343 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB