რაფია-მოხერხებული მასალა მყნობისთვის-რეკომენდაცია

ზოგადად, კვირტით მყნობა უკეთესია აგვისტოსა და სექტემბერში, რადგან ამ თვეების განმავლობაში ნამყენს შესანიშნავი კლიმატური გარემო აქვს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ნამყენი არ ამართლებს და ეს ბუნებრივიცაა. ამიტომ ადრიან გაზაფხულზე კვლავ ვამყნით სხვადასხვა ხეხილოვან კულტურას.

აგრონომი აკაკი ღლონტი გვირჩევს, რომ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, საძირეც ისევე ახალი იყოს, როგორც კვირტი. ადრეულ წლებში ძველ საძირეზე ამყნიდნენ, მერე ხდებოდა მისი შეხვევა ნაჭრით, მერე კი პარაფინიზირებას უკეთებდნენ. დღეს ეს მეთოდი მოძველებულია, თუმცა, არა ერთ მებაღეს ჰგონია, რომ ისევ ამ წესით უნდა იმუშაოს. საგოზი მიწა, პლასტელინი და პარაფინი დღეს აღარ გამოიყენება.

_ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე თანამედროვე და მოხერხებული მასალაა რაფია _ წელვადი პოლიეთილენის ფირი, რომელსაც შემოვახვევთ საძირეს ჩაჭრილ კანში ჩამაგრებულ კვირტს. საღი კვირტი აუცილებლად უნდა იქნას აღებული ერთწლიანი ნაზარდიდან. რაფია იცავს ნამყენს, მასში წყლის ჩასვლა ან ქარისგან დაზიანება შეუძლებელია.

ორი თითის დადების სიგრძეზე საძირეს წავჭრით. ასე მომზადებულ ნამყენს რაფია ივნის-ივლისში უნდა მოვხსნათ, როცა კვირტი ნაზარდს გაიკეთებს. ცოტათი დავადაბლებთ ამ კვირტის ნაზარდს, შემდეგ, ხელს შევუწყობთ, რომ ნამყენი გაძლიერდეს, – ამბობს აკაკი ღლონტი და ყველა დაინტერესებულ მებაღეს ურჩევს, ნუ გააფუჭებენ ნამყენს ძველი მეთოდების გამოყენებით, რადგან რაფია სრულ გარანტიას გვაძლევს, ნამყენი საიმედოდ დაცული იყოს, რაც საბოლოოდ, შედეგსაც სრულფასოვანს გვაძლევს. რაფიის შეძენა შესაძლებელია აგრომაღაზიებში.

gurianews.com
agrokavkaz.ge

თქვენი რეკლამა