იყიდება საკმლის ხის (კევის ხე, საღსაღაჯი) ნერგები

საკმლის, ხე

საკმლის ხე (ლათ. Pistacia mutica, Pistacia atlantica) ფსტის გვარის, იშვიათი რელიქტური ჯიშია. მისი სიმაღლე 2-10 (15) მ აღწევს.

აქვს ფართოდ გადაშლილი და ხშირად მიწის პირამდე ჩამოსული მომრგვალო ვარჯი. ყვავილობს აპრილში, ფოთლების გამოტანამდე. ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება.

ხარობს მთის კალთებზეც, სადაც შერეულია სხვა ქსეროფილურ მერქნიან სახეობებთან.

იზრდება ძალიან ნელა (120 წლისა 5 მ სიმაღლეს აღწევს). ცოცხლობს დიდხანს, 250-300 წელს (გვხვდება 1000 წლისაც კი). აქვს მკვრივი, მაგარი და მძიმე მერქანი, რომელსაც სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ.

ამიერკავკასიაში საკმლის ხეს იყენებენ ნამდვილი ფსტის (Pistacia vera) საძირედ.

ფასი: ზომის მიხედვით 3 ლარიდან

საკმლის, ხე

საკონტაქტო ინფორმაცია

ეროვნული საშენი მეურნეობა
მისამართი: გარდაბნის რ-ნი, სოფელი სართიჭალა
(თბილისი – გომბორის გზატკეცილის 6 კმ)
ელ-ფოსტა: info@sanerge.com

საიტი (დაკლიკეთ): http://wla.gov.ge/ka/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

თქვენი რეკლამა