რა დავრგოთ კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ

რა, დავრგოთ, კარტოფილის, შემდეგ

კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ, რა თქმა უნდა მიწის გაცდენა არ ივარგებს. შესაბამისად საჭიროა შევარჩიოთ კულტურები, რომლებიც შესაფერისია, დავრგოთ და გავიხაროთ ახალი მოსავლით.

მზისგან დაცვა

კარტოფილის აღების შემდეგ, ზაფხულის პერიოდში ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა შესაძლებელი. ნიადაგი კარგად არის გაფხვიერებული, კარგი აერაცია და წყალგამტარობა აქვს.

თუმცა ახალი მწვანილის სუსტმა ღივებმა სიცხეს შესაძლოა ვერ გაუძლოს. ამიტომ ღია გრუნტში – უკვე მოძლიერებული ჩითილები სჯობს დაირგოს.

სწრაფი მოსავალი

სიდერატების დარგვა, ყოველთვის შეიძლება, თუმცა უკეთესი იქნება თუ მათ მეორე კულტურის მოსავლის (სწრაფი მოსავლის შემთხვევაში) აღების შემდეგ დავრგავთ.

მაშ ასე რამდენიმე კულტურა, რომელიც შეიძლება დავრგოთ კარტოფილის მოსავლის აღების შემდეგ:

  • სალათი;
  • ბროკოლი;
  • სტაფილო;
  • კომბოსტო;
  • ყვავილოვანი კომბოსტო;
  • ოხრარხუში;
  • კამა;
  • ყაბაყი;
  • ჭარხალი;
  • გოგრა;
  • ლობიო;
  • კიტრი;
  • ნიორი…

რა თქმა უნდა არჩეული კულტურა უნდა შეესაბამებოდეს იმ გარემო და ნიადაგურ პირობებს, რომელიც ახასიათებს თქვენს ნაკვეთს.

ბადრიჯანი, პომიდორი და წიწაკა აჯობებს არ დავრგოთ კარტოფილის შემდეგ.

აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი რეკლამა