ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი – ნაკვეთის დაგეგმვა და დარგვა

591 Views

ციტრუსოვანთა ნერგი მუდმივ ადგილზე შემოდგომაზე 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ირგვება, გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე.

ვაკე ადგილებსა და 15 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე მთლიანი დამუშავებისას, მცენარეები ირგვება სწორკუთხოვნად.

დარგვის წინ, მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ ორმოს (90 სმ დიამეტრი 40-50 სმ სიღრმე), მასში შეაქვთ 10-12 კგ გადამწვარი ნაკელი ან ტორფნაკელიანი კომპოსტი, სუპერფოსფატი 50 გრამი.

მჟავე ნიადაგებში სასურველია დამატებით შეტანილ იქნას 1 კგ დეფეკაციური ტალახი.

მანძილი რიგთა შორის და რიგებში მცენარეთა შორის

  • მანდარინისა და ლიმონისათვის მცენარეთა შორის მანძილი 2-2,5 მეტრი;
  • ფორთოხლისათვის და გრეიფრუტისათვის 3-3,5 მეტრი;
  • მწკრივთაშორის მანძილი 4-5 მეტრია.

მანდარინის ნაგალა ფორმებისათვის კვების არე შესაძლებელია 2×3 მ-მდე შემცირდეს.

მანდარინი

ერთ ჰექტარზე ეტევა:

  • მანდარინი უნშიუ 1000 ძირი;
  • ფორთოხალი 750-800 ძირი;
  • მეირის ჯიშის ლიმონი 1200 ძირი;
  • საადრეო-ნაგალა მანდარინი 2000 ძირი.

ფორთოხალი

ტერასებზე მცენარეთა შორის მანძილი ჰორიზონტალურად განლაგებულ მწკრივებში დაახლოებით იგივეა.

დარგვის წინ, თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი, ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში, ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მოაყრიან.

ლიმონი

თუ ნერგი პოლიეთილენის პარკებშია გამოყვანილი, დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ აპკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში, შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან და მორწყავენ, სასურველია მულჩირება. თითოეული ნერგი აიკვრება ჭიგოზე.

წყარო: ციტრუსოვნები – დარგვა, მოვლა, მოყვანა, ბაღის გაშენება

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB