შერეული თესვა – ბოსტნეული, მწვანილი – მეგობარი მცენარეები

ბოსტნეული, შერეული, თესვა

თუ კულტურებს რაციონალურად განვათავსებთ მიწის ნაკვეთზე, უფრო მეტი რაოდენობის სხვადასხვა ბოსტნეულის მოწევა შეიძლება ერთი კვადრატული მეტრიდან. ამისთვის მიზანშეწონილია შერეული და ინტენსიური დარგვა-დათესვა.

ამასთან, უნდა შეირჩეს ერთმანეთზე სხვადასხვა გავლენის მქონე კულტურები (ანუ არსებობენ მცენარეები რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან და პირიქით). ამისი ცოდნა მოგვცემს საშუალებას შევქმნათ სიმბიოზური თანაცხოვრება ჩვენს ნაკვეთზე.

მაგალითად ჩრდილის მოყვარულ კულტურების გვერდით და კულტურების რომლებსაც არ უყვართ ქარი – დაითესება უფრო მაღალი მცენარეები. ასეთი სახით შეიძლება შევქმნათ მიკროკლიმატი და დავიცვათ ნიადაგი გამოშრობისგან და გადახურებისგან.

ურთიერთ დახმარების სხვა ფორმა – ქიმიურია. ამ შემთხვევაში ზემოქმედება ხდება სხვადასხვა ნივთიერებების გამოყოფით მცენარის ფესვებიდან და ფოთლებიდან.

პარკოსანი კულტურების ფესვებთან ბინადრობენ აზოტის შემგროვებელი ბაქტერიები და შესაბამისად სხვა კულტურების ზრდას უწევენ სტიმულირებას.

ოხრახუში კარგია თითქმის ყველა კულტურის გარშემო დაითესოს. ხახვი და ნიორი იცავენ სხვადასხვა მწერებისგან…

ასევეა არომატული მცენარეები მაგალითად ზაფრანა, ბაზილიკი, პირნა, როზმარი… ასეთი სახით შერჩეული მცენარეები ურთიერთ დახმარებასთან ერთად ინტენსიურად ავსებენ ბაღს და იძლევიან მაღალ მოსავალს.

ასევე მნიშვნელოვანია თესვისას ქარის მიმართულებისა და მზის მდებარეობის გათვალისწინება მიწის ნაკვეთის მიმართ, ნიადაგის სტრუქტურა და სხვა.

ავტორი: ლევან მჭედლიშვილი; წყარო bio-blogi.blogspot.com
წარმატებებს გისურვებთ!

იხილეთ აგრეთვე: ბოსტნეული კულტურების შეთავსებადობა, თანამიმდევრული მოყვანის წესები

თქვენი რეკლამა