ფერმერთა სკოლა-კახეთის აგროკლიმატური ზონების მიმოხილვა

317 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის რაციონალურად განლაგებას და მათ განვითარებას ძირითადად განსაზღვრავს აგროკლიმატური რესურსები. რაიონებში მეურნეობის რენტაბელობისათვის საჭიროა სასოფლო-სამეურნეო კულტურები განლაგებული იქნას აგროკლიმატური ფაქტორების მოთხოვნილების მიხედვით, ძირითადად სითბურ რეჟიმზე მათი დამოკიდებულების შესაბამისად.

აგროკლიმატური ზონების დახასიათების და განლაგების ცოდნა საშუალებას იძლევა მოხდეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება მათთვის ხელსაყრელ აგროკლიმატურ პირობებში.

I-ზონა მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. ლაგოდეხის სამხრეთ-დასავლეთ და ყვარლის სამხრეთ ნაწილს. ზონა,  ზღვის დონიდან მდებარეობს 300-450 მ. სიმაღლემდე. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 4000  -ზე   მეტია ატმოსფერული ნალექები 500-600მმ, ხოლო გრილ პერიოდში 300-400მმ.

ბოლო წაყინვები აღინიშნება 24.III-2. IV პირველი წაყინვები 15.XI-25.XI უყინვო პერიოდი შეადგენს 245-226 დღეს.

ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება მდელოს ყავისფერი და მდელოს შავი  ნიადაგები.

II-ზონა მოიცავს  კახეთის ტერიტორიის შედარებით დიდ ნაწილს. საგარეჯოს რაიონის სამხრეთ ნაწილს, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონებს, ნაწილობრივ ახმეტის რაიონის ტერიტორიას. ზონა მდებარეობს 400 მეტრიდან 800 მეტრ სიმაღლემდე (ზღ.დონიდან) ტემპერატურის ჯამი 3000 და მეტია, ატმოსფერული ნალექები 600მმ.–დან 700მმ.–მდეა, თბილ პერიოდში – 450-550მმ-ია.

ბოლო წაყინვები აღინიშნება 28.III-9. IV პერიოდში. პირველი წაყინვები – 5.XI-22. XI პერიოდში. უყინვო პერიოდის დღეთა რიცხვი შეადგენს 238-209 დღეს. ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება ყავისფერი კარბონატული, შავმიწა, მდელოს ყავისფერი, ალუვიური, ალუვიური მჟავე. 

III-ზონა  მოიცავს შედარებით მცირე ტერიტორიას, იგი ვიწრო ზოლით ვრცელდება საგარეჯოს და ახმეტის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების ჩრდილოეთით. ზონა მდებარეობს 500-900მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. აქტიური ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 2000 – ზე  მეტს.

ატმოსფერული ნალექების ჯამი 650-750მმ-ია, თბილ პერიოდში –  550-650მმ. ჩრდილოეთით ამავე პერიოდში 800 მმ-მდეა.

ბოლო ბოლო წაყინვები აღინიშნება 6.IV-17.IV, პირველი წაყინვები საშუალოდ 23.X.-30.X უყინვო პერიოდის ხანგრძლივობაა 222 დღე.  ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება ყავისფერ-კარბონატული და ყომრალი ნიადაგები.

IV-ზონა მოიცავს კიდევ უფრო მცირე ტერიტორიას, იგი ვრცელდება ახმეტის სამხრეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთით ასევე ყვარლისა და ლაგოდეხის ჩრდილოეთით, ზონა მდებარეობს 600 მეტრიდან 1000 მეტრამდე (ზღვის დონიდან). აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 1000 -ზე  მეტია. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 750-950 მმ-ს შეადგენს, ხოლო თბილ პერიოდში – 650-700 მმ-ს.

ბოლო წაყინვები აღინიშნება 9.IV-20.IV პერიოდში, პირველი წაყინვები 21.X-29.X პერიოდში. უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა შეადგენს 221-183დღეს.

ზონაში ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება მდელოს ყავისფერი, ყავისფერი გამოტუტული და ყომრალი.

V-ზონა  მოიცავს დიდ ტერიტორიას, იგი ვრცელდება ახმეტის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში და ვიწრო ზოლით მოიცავს ყვარლისა და ლაგოდეხის ჩრდილოეთ ნაწილს. მდებარეობს 700მ- 2000მ. სიმაღლემდე ზღვის დონიდან.

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 1000  -ზე   ნაკლებია. ატმოსფრეული ნალექების წლიური ჯამი 800-1000 მმ -ს შეადგენს. ზონის თბილ პერიოდში ნალექების ჯამი არის 700 მმ-დე (ომალო), პირველი წაყინვები იწყება 5X პერიოდში (ომალო). უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა 143 დღეა (ომალო).

ნიადაგის ტიპებიდან გვხვდება ალუვიური, ყომრალი, სუსტად არამაძღარი ნიადაგები.

 საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1081 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1278 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB