პარკოსანთა მავნებლები-ბარდას მემარცვლია (Bruchus pisorum. Z.)

113 Views Comment Off

გავრცელება და აგებულება

ბარდას მემარცვლია საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან, სადაც მოჰყავთ პარკოსანი კულტურები, განაკუთრებით ბარდა.

მავნებლის ხოჭოს სხეულის სიგრძე 4-5 მმ-ია. იგი ოვალური ფორმისაა და დაფარულია ნაცარა-ჟანგა ბეწვებით.

წინა ზურგის გვერდებზე თითო კბილი გააჩნია. ზედა ფრთებზე გარდიგარდმო თეთრი ზოლი გასდევს, რომელიც წაგრძელებული ლაქებისაგან შედგება. ამასთან, ზედა ფრთები მოკლეა, პიგიდიუმს ვერ ფარავენ, რომელზედაც მკრთალი ბალანი და ორი მრგვალი, შავი ლაქაა. ულვაშები თერთმეტნაწევრიანია.

ზრდასრული მატლის სხეულის სიგრძე 5-6 მმ-ია, მოყვითალო ფერისა, აქვს პატარა, მკერდში ღრმად ჩაფლული თავი. ყბები ყავისფერია. მატლს ფეხები არ აქვს განვითარებული, ემჩნევა მხოლოდ ამონაფუკების სახით ჩანასახის მდგომარეობაში.

ბიოლოგია და დამოკიდებულება გარემო ფაქტორებთან

საქართველოს პირობებში მავნებელი ზამთრობს საწყობებში მოთავსებულ ბარდას მარცვლებში. მცირე ნაწილი კი ზამთარს ატარებს მინდვრად, ბარდას ჩამოცვენილ მარცვლებში. დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე ზამთრის განმავლობაში მავნებლის ხოჭოები შესაძლებელია დაფიქსირდეს ხეებზე, გამხმარი ქერქის ქვეშ, მცენარეული საფარის ქვეშ და ა.შ.

გამოზამთრებული ხოჭოების გამოფრენა იწყება გაზაფხულზე, ბარდას ყვავილობისას. ამ პერიოდში ხოჭოები საჭიროებენ დამატებით კვებას. რისთვისაც ისინი იკვებებიან ბარდას ყვავილებით. დედალი ხოჭოებისათვის ბარდას მტვრიანებით დამატებითი კვება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიერ დადებული კვერცხები ნორმალურად ვერ განვითარდებიან.

დამატებითი კვების შემდეგ იწყება კვერცხდების პროცესი. მავნებელი კვერცხებს დებს ბარდას მწვანე პარკებზე. თითოეულ პარკზე შესაძლებელია დაიდოს რამდენიმე კვერცხი. კვერცხის პროდუქცია დაახლოებით 100-150 ცალია, მასობრივი გამრავლების შემთხვევაში კი ეს რიცხვი შესაძლებელია 700-მდეც გაიზარდოს.

ბარდას მემარცვლიას ემბრიონალური განვითარება 1-1,5 კვირას გრძელდება. ახლადგამოჩეკილი მატლი პარკის კანში აკეთებს კლაკნილ ნაღმს და ამ გზით აღწევს მარცვლამდე, ან გაღრღნის პარკს და ასე აზიანებს მარცვალს.
მატლის განვითარება 1-1,5 თვე გრძელდება. ერთ მარცვალში მხოლოდ ერთი მატლი ვითარდება.

ზრდის დამთავრების შემდეგ მატლი მარცვლის კანს მარცვლის შიგნიდანვე ღრღნის ხვრელის მსგავსად. აქვე მარცვალშივე მიმდინარეობს ჭუპრის განვითარება, რომლის ხანგრძლივობაც 2-3 კვირით განისაზღვრება.

ხოჭოების გამოსვლა მარცვლიდან დამოკიდებულია ტემპერატურაზე მაგალითად: საქართველოს პირობებში, იქ სადაც შედარებით თბილი ზამთარი იცის, ხოჭოები მარცვლიდან ზაფხულშივე გამოდიან. იგივე მოვლენას ჰქონდა ადგილი თბილ საწყობში ბარდას შენახვის დროს. ცივ რაიონებში კი ხოჭოები გარეთ მომავალ გაზაფხულზე, ბარდას დათესვის შემდეგ გამოდიან. მავნებელს ახასიათებს ერთი თაობა წელიწადში.

უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა

ბარდას მემარცვლია საქართველოში ამ ბარდის კულტურის ერთ-ერთ სახიფათო მავნებლად ითვლება. იგი აზიანებს მწვანე პარკებსა და შემოსულ მარცვლებს, მანამდე კი ანადგურებს ყვავილებს.

მემარცვლიათი დაზიანებული ბარდას მარცვალი კარგავს როგორც კვებით ღირსებას, ასევე აღმოცენების უნარს.

ბრძოლის ღონისძიებები

  • საღი სათესლე მასალის გამოყენება
  • შესაბამისი ქიმიური წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება

მზაღო ლობჟანიძე 

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB