პარკოსან კულტურათა დაავადებები-ლობიოს ანთრაქროზი

272 Views Comment Off

ლობიოს ანთრაქროზი მცენარის ყველა ნაწილს აზიანებს, როგორ დავიცვათ მცენარე დაავადებებისგან

ლობიოს ანთრაქროზი
ანთრაქროზის აღმძვრელი სოკო მცენარის ყველა ნაწილს აზიანებს, განსაკუთრებით — პარკებს, თავდაპირველად, აღმონაცენზე ჩნდება მუქი ფერის, ჩაღრმავებული ლაქები. შემდეგ, ასეთივე ლაქები ჩნდება მცენარის ფოთლებზე, ღეროებზე და პარკებზე.

სოკო აღწევს მარცვლებამდეც. ინფექცია უფრო მეტად გადამდებია მცენარეული ნარჩენებისგან, ვიდრე დაავადებული თესლისგან. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ცივი, წვიმიანი ზაფხული, მით უფრო — მთიან ადგილებში.

პროფილაქტიკა და დაცვა

აუცილებელია თესლბრუნვის დაცვა, ხარისხიანი თესლის შერჩევა, თესვამდე 5 წუთის განმავლობაში ცხელი წყლით (50 გრადუსამდე) თესლის დამუშავება, გაცივება და 3-5 წუთის განმავლობაში გამდინარე ცივ წყალში გავლება.

საჭიროა ყვავილობამდე ნათესის სისტემური ფუნგიციდით დამუშავება, შემდეგ კი კონტაქტურით. აუცილებელია სარეველების დროულად მოცილება და თესვა განათებულ მშრალ ნაკვეთებში. მორწყვა უნდა ჩატარდეს მცირე ნორმებით, 250-350 მ/3 ჰა.

ბრძოლა მღრღნელების წინააღმდეგ

მინდვრის თაგვის წინააღმდეგ 3 კილოგრამ ხორბლის, ქერის ან სიმინდის ღერღილს დაემატება 90 -100 მლ მცენარეული ზეთი, 100-200 გრამი თუთიის ფოსფოდი და კარგად აირევა ხის კოვზით.

მიღებული ნარევი შეაქვთ სოროებში 2-3 გრამის ოდენობით. პრეპარატის ხარჯვის ნორმა დამოკიდებულია მღრღნელების გავრცელების ინტენსივობაზე. რიგ შემთხვევაში მიზანშეწონილია, ნათესების ორჯერადი დამუშავება.

შენიშვნა 

თუთიის ფოსფოდი არის ძლიერ მოქმედი მომწამვლელი პრეპარატი, ამიტომაც, ასეთი პრეპარატების გამოყენებისას, საჭიროა უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მეურნე
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB