თესლბრუნვა და თესლბრუნვის მაგალითები — ნიადაგის ნაყოფიერება

1465 Views Comment Off

სხვადასხვა სახის მცენარეებს განსხვავებული ნივთიერებები გამოაქვთ ნიადაგიდან. როდესაც არ ხდება კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგი იფიტება.

ნიადაგში და ნიადაგის ზედაპირზე გროვდებიან კონკრეტული კულტურის დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები და მავნებლები, რომლებიც შემდეგ წელს უფრო აქტიურათ შეუტევენ იმავე კულტურას.

თესლბრუნვა გულისხმობს: მეურნეობის პერსპექტიული განვითარების გეგმის საფუძველზე, დროისა და ტერიტორიის მიხედვით, კულტურათა მორიგეობის დადგენას, რასაც თან ახლავს ნიადაგის დამუშავებისა და განოყიერების შესაბამისი სისტემა.

თესლბრუნვა ხელს უწყობს:

— მოსავლიანობის ზრდას;

— ბიომრავალფეროვნების ზრდას;

— ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებასა და შენარჩუნებას;

— მავნებელ-დაავადებებისა და სარეველების რაოდენბის რეგულირებას;

— მეცხოველეობისათვის საკვები ბაზის შექმნას.

თესლბრუნვა ეფექტურია, თუ იგი სწორად დაიგეგმება და თანამიმდევრულად განხოციელდება. თესლბრუნვა უნდა იგეგმებოდეს კონკრეტული პირობების მიხედვით.

თესლბრუნვის დაგეგმისას მეურნემ უნდა გაითვალისწინოს:

— ადგილის ნიადაგობრივ-კლიმატური პირობები;

— მოსაყვანი მცენარეების თავისებურებები;

— კულტურებისათვის გამოყოფილი ფართობების თანაფარდობა;

— საკვების საჭიროება;

— საწარმოო სიმძლავრე;

— საბაზრო ასპექტი.

თესლბრუნვა ზუსტად უნდა დაიგეგმოს, ყოველი ნაბიჯი გათვალისწინებული უნდა იყოს. დაგეგმილი და მკაცრად შესრულებული თესლბრუნვის უპირატესობა ისაა, რომ შესაძლებელი ხდება პირუტყვისათვის მიღბული საკვების კალკულაცია, თესლის დროულად დამზადება, პარკოსანი კულტურების მოყვანით ნიადაგის აზოტით უზრუნველყოფა, წინამორბედი და მომდევნო კულტურების ურთიერთშეხამება.

მკაცრად დაგეგმილ თესლბრუნვაში ვარიანტების შერჩევის საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა. მაგალითად, შეიძლება საშემოდგომო მარცვლეული საგაზაფხულოთი შეიცვალოს, ერთი სახის პარკოსანი კულტურა მეორეთი შეიცვალოს და სხვა.

თესლბრუნვა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაიგეგმოს:

პირველი ნაბიჯი:

თესლბრუნვის ნაკვეთები ისეთნაირად უნდა დაიგეგმოს, რომ ყოველ ნაკვეთს დაახლოებით თანაბარი ფართობი დაეთმოს. მეურნეობაში სხვადასხვა ბონიტეტის მქონე ნიადაგების არსებობა თესლბრუნვის ორ ან რამდენიმე როტაციად დაყოფას გულისხმობს.

მეორე ნაბიჯი:

აუცილებელია იმ მინდვრების დადგენა, სადაც შინაური ცხოველების საკვებს აწარმოებთ. გასათვალისწინებელია სათიბ-საძოვრის ფართობი. მაშინაც კი, როდესაც ეს ფართობი დიდია, თესლბრუნვაში ჩასართავია ცხოველთა საკვებად პარკოსანი კულტურები (ნიადაგის აზოტითა და ჰუმუსით გასამდიდრებლად და საკვების ყუათიანობის გასაზრდელად).

მესამე ნაბიჯი:

განისაზღვროს ე.წ. “კომერციული კულტურები”, ანუ ის კულტურები, რომელთა წარმატებით გაასაღებით, როგორც ბიოპროდუქტს.

მეოთხე ნაბიჯი:

კულტურების განაწილებისას გაითვალისწინეთ თესლბრუნვის სტრუქტურის ფორმირების ძირითადი პრინციპები.

თესლბრუნვის სტრუქტურის ფორმირების ძირითადი პრინციპები:

1. პარკოსანი კულტურის წილი თესლბრუნვაში უნდა შეადგენდეს 25-35%-ს

2. ერთი წელიწადი მაინც მინდვრები საკვებ კულტურებს უნდა დაუთმოთ (სარეველების დასათრგუნად);

3. რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩართოთ შუალედური და საფარი კულტურები (უპირატესად პარკოსნები);

4. თესლბრუნვაში ჩართეთ ძარხვენები (სარეველების დასათრგუნავად);

5. თესლბრუნვაში სარეველების დამთრგუნავი ბალახთგომის შემდეგ ჩართეთ ის

მცენარეები, რომლებსაც განვითარების ხანგრძლივი ადრეული ეტაპი ახასიათებს;

6. თესლბრუნვაში შეანაცვლეთ საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანი კულტურები.

თესლბრუნვის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია იმ კულტურების შენაცვლება, რომლებიც სხვადასხვა ბოტანიკურ ოჯახებს ეკუთვნიან. ეს მხოლოდ იმისთვის არაა აუცილებელი, რომ ნიადაგი არ გამოიღალოს: საქმე ისაა, რომ ერთი ოჯახის მცენარეებს მტრობენ ერთი და იგივე მავნებლები და დაავადებები, რომლებიც სწორედ ამ ოჯახის კულტურებს აზიანებენ და სხვა ოჯახის მცენარეებს საფრთხეს არ უქმნიან.

პარკოსანი კულტურების წილი თესლბრუნვაში მაღალი უნდა იყოს, ვინაიდან ისინი:

— უზრუნველყოფენ ნიადაგში აზოტისა და ჰუმუსის დაგროვებას;

— დადებითად მოქმედებენ ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე (აუმჯობესებენ მის სტრუქტურას);

— ასტიმულირებენ ნიადაგში მობინადრე ორგანიზმების ცხოველმოქმედებას.

ძირხვენის წილი შედარებით მცირეა, რადგან ისინი:

— აღარიბებენ ნიადაგს ჰუმუსით;

— ხელს უწყობენ დაავადებების გაჩენას (მაგ. კარტოფილის ნემატოდა);

— მოითხოვენ მეტ შრომას.

მცენარე ინდივიდუალური ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით ხასიათდება და მათი ზეგავლენა ნიადაგზე სხვადასხვა მიმართულებით ვლინდება – ზოგს გრძელი ფესვთა სისტემა აქვს და ნიადაგის სიღრმიდან ქაჩავს საკვებ ნივთიერებებს, ზოგი ფესვებიდან გამოყოფს სპეციპიკურ ნივთიერებებს და ცვლის ნიადაგის არეს ან შემადგენლობას, ზოგი მათგანი (მაგ. იონჯა) საკმაოდ დიდი მოცულობის ორგანულ ანარჩენებს ტოვებს ნიადაგში.

ხუთმინდვრიანი თესლბრუნვა მეცხოველეობის მეურნეობისათვის:

1. იონჯისა და მარცვლოვანი ბალახის ნარევი (ან სამყურის და მარცვლოვანი ბალახისა);

2. იონჯისა და მარცვლოვანი ბალახის ნარევი (ან სამყურისა და მარცვლოვანი ბალახისა);

3. საშემოდგომო ხორბალი;

4. სიმინდი (სამყურის ან ლობიოს შეთესვით);

5. ჭვავი, იონჯისა და მარცვლოვანი ბალახის;

ექვსმინდვრიანი თესლბრუნვა მემცენარეობის მეურნეობისათვის:

1. იონჯისა და სამყურას და მარცვლოვანი ბალახის ნარევი;

2. საშემოდგომო ხორბალი;

3. შვრია ან ქერი, ცულისპირას ან ძაძის შეთესვით;

4. კარტოფილი ან ჭარხალი ან ცერცვი;

5. საშემოდგომო ან საგაზაფხულო ხორბალი;

6. ჭვავი, სამყურას (ან იონჯას) და მარცვლოვანი ბალახის ნარევთან;

შუალედური კულტურები – თესლბრუნვის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

შუალედური კულტურები თესლბრუნვაში უნდა იყვნენ ჩართული, რადგან ისინი:

— წარმოადგენენ დამატებით საკვებ ბაზას;

— ამდიდრებენ ნიადაგს აზოტით;

— ქმნიან დამატებითი ფესვების მასას;

— ასრულებენ ცოცხალი მულჩის როლს;

— უნარჩუნებენ ნიადაგს ტექნოლოგიურ მზადყოფნას;

— ხელს უშლიან ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების გამორეცხვას.

შუალედურ კულტურად შესაძლებელია როგორც საშემოდგომო და საგაზაფხულო, ისე საფარი კულტურების გამოყენება. ეს დამოკიდებულია ძირითადად კლიმატურ პირობებზე.

მშრლ რაიონებში უმჯობესია საფარი კულტურების გამოყენება, ხოლო ტენიან რაიონებში –საშემოდგომო და საგაზაფხულოსი.

ზამთრის შუალედური კულტურები მოჰყავთ ზედმიწევნით დაგეგმილი თესლბრუნვის საფუძველზე, როდესაც გათვალისწინებულია ყველა მომდევნო კულტურის შესაძლებლობები. შუალედურ შემდგომ კულტურებად შესაძლებელია იყოს სათოხნი კულტურები, მაგ. სიმინდი, კარტოფილი, თალგამურა და საკვები ნივთიერებებისადმი მომთხოვნი სხვა საბოსტნე კულტურები.

სანაწვერალო (ზაფხულის) შუალედური კულტურები ითესება საადრეო, მოკლე სავეგეტაციო პერიოდის მქონე საგაზაფხულო კულტურების აღების შემდეგ. ამ კულტურების მოყვანა შეზღუდულია კლიმატური თავისებურებებით. ზრდის პროცესში ნორმალური მასის მისაღწევად საკვებ კულტურებს დაახლოებით 8-10 კვირა ესაჭიროება და შესაბამისად შუალედური კულტურაც ივნისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში უნდა დაითესოს.

ის მცენარეები, რომლებიც ღრმად იდგამენ ფესვებს, უნდა ითესებოდეს იმ მცენარეებთან ერთად, რომელთაც ფესვი ზედაპირულათ გააქვთ, რათა ხნულის მთელი სიღრმე ფესვებით თანაბრად იყოს მოცული. ამ თვალსაზრისით კარგია მაგ. ხანჭკოლასა და ჩიტიფეხას ან საზაფხულო ცერცველას და ზეთოვანი ბოლოკის ნარევი.

ავტორი: სალომე ლომიძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
499 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1341 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB