ნაცარი – გამოიყენეთ ბუნებრივი სასუქი

ბიოსასუქი, ნაცარი, ორგანული

საქართველოში სასოფლო დასახლებების მოსახლეობის ნაწილი, საჭმლის მოსამზადებლად, გასათბობად და ა.შ ხის ღუმელს და ბუხარს იყენებს. შესაბამისად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში უხვად გროვდება ნაცარი.

ნაცარი კი ერთ-ერთი საუკეთესო სასუქია. ეს ბუნებრივი სასუქი მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტებით.

ფოთლოვანი ხის ნაცარი შეიცავს: 3,5% ფოსფორს, 10% კალიუმს და 30% კალციუმს.
ხოლო წიწვოვანი ხის ნაცარი შესაბამისად: 2,5% ფოსფორს, 6% კალიუმს და 35% კალციუმს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა ნაცარი შეიცავს მაგნიუმს, ნატრიუმს და სხვა ელემენტებს.

შემადგენლობიდან გამომდინარე ნაცარი, ხელს უწყობს მცენარის ზრდას და განვითარებას, აძლიერებს მცენარეთა იმუნიტეტს და კარგი საშუალებაა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაში.

ნაცარს იყენებენ მებაღეობაში, მემცენარეობაში, განსაკუთრებით სასარგებლო კი ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისთვისაა.

ნაცრის სასუქად გამოყენების რამდენიმე მეთოდი

1. მშრალად

ა) მორწყვის წინ ნაცარს თხელ ფენად აბნევენ მცენარეთა მწკრივში.
ბ) ზოგი ფერმერი ჩვეულებრივ იყენებს როგორც კალიუმიან სასუქს-100 კგ-ს 1 ჰექტარზე.

2. ნაცრის ხსნარი

ნაცრის ხნარი მომზადების წესი ამგვარია: 3 სუფრის კოვზ ნაცარს, 1 ლიტრ წყალს ვასხავთ და ვაჩერებთ 1 კვირის განმავლობაში (დაახლოებით 150-200 გრ. ერთ ვედრაზე). ხსნარის ნორმა ერთ ძირ კიტრზე, ხახვზე, დაახლოებით 0,5 ლიტრია.

ტევადობა (საშუალოდ)

ნაცარი 1 სუფრის კოვზი – 6 გრ.
ჩაის ჭიქა 100 გრ.
500 გრამიანი ქილა – 250 გრ.

ნაცარი უნდა ინახებოდეს მშრალ და დახურულ სათავსში, ნესტს და სისველეს მისგან კალიუმი და სხვა მიკროელემენტები გამოაქვს.

ნაცრის შემადგენლობიდან გამომდინარე მოერიდეთ მის გამოყენებას ტუტე რეაქციის ნიადაგებში.

თქვენი რეკლამა