როგორ მოვხნათ და დავამუშავოთ ნიადაგი-მიწათმოქმედება

1321 Views

სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვნა იწყება. როგორ მოვხნათ და დავამუშაოთ ნიადაგი; როგორ გავაკეთოთ კულტივაცია და შევამოწმოთ ხვნის ხარისხი.

ნიადაგის დამუშავების მიზანია მის განსაზღვრულ ფენაში შეიქმნას მცენარის თესვა_რგვის, აღმოცენების, ზრდა-განვითარებისა და სასაქონლო დამწიფებისათვის საჭირო ხელშემწყობი პირობები, რაც გულისხმობს ნიადაგში საკვები ნივთიერებების, ჰაერის და წყლის ოპტიმალური თანაფარდობის დამყარებას.
ასეთი ოპტიმალური რეჟიმის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ფხვიერი ნიადაგის ფენაში, რისთვისაც მიმართავენ ნიადაგის მექანიკურ დამუშავებას სხვადასხვა ხერხით.
ნიადაგის მექანიკური დამუშავების შედეგად უმჯობესდება მისი ნაყოფიერების პირობები, იზრდება მასში წყლის მარაგი, ისპობა სარეველა მცენარეები, ჩერდება ეროზიული მოვლენები, გამოიყენება ქვედა ფენებში არსებული საკვები ნივთიერებები, რეგულირდება მიკრო-ბიოლოგიური პროცესები.
ფხვიერ ნიადაგში ჰაერის ჟანგბადის დახმარებით უხსნად მდგომარეობაში მყოფი საკვები ნივთიერებები იხსნება წყალში და მას იწოვს მცენარის ფესვები. თავის მხრივ, ფესვთა სისტემა ინტენსიურად ვითარდება ნიადაგის დიდი წინაღობის გარეშე.
ფხვიერი გვალვიანი ნიადაგის ქვედა ფენებიდან წყლის ასაწევად მიმართავენ ზედაპირული ფენის დატკეპნას. ამის შედეგად წარმოიქმნება კაპილარები, რომლებიც ზედა ფენებს ამარაგებენ თესლის გაღვივებისათვის საჭირო წყლით.
სოფლის მეურნეობის წარმოებაში მიღებულია ნიადაგის ძირითადი, ზედაპირული და სპეციალური დამუშავების სახეები:
ძირითადი დამუშავება წარმოებს შემოდგომით მოსავლის აღებისთანავე 25-35 სმ სიღრმეზე ბელტის მოჭრით, გადაბრუნებით და გაფხვიერებით.
ქარისმიერი ეროზიის პირობებში ნიადაგს 25-40 სმ სიღრმეზე ბელტის გადაბრუნების გარეშე აფხვიერებენ.
ზედაპირული დამუშავება წარმოებს თესვისა და რგვის წინ, მასთან ერთად ან მის შემდეგ, არაუმეტეს 12-14 სმ სიღრმეზე. იგი სრულდება აჩეჩვით, აოშვით, ფარცხვით, კულტივაციით, ფრეზებით, გაფხვიერებით, დატკეპნით, სარეველა მცენარეების მოჭრით და სხვა.
სპეციალური დამუშავება წარმოებს ახალი მიწების ათვისებისას, მიწების გაუმჯობესებისას და მრავალწლიანი კულტურების გაშენების წინ 40-70 სმ სიღრმეზე. ეს დამუშავება სრულდება ჯაგნარ–ჭაობიან მიწებზე ბელტის მოჭრით და გადაბრუნებით.
ნიადაგის ნულოვანი დამუშავება ნოუტილის მეთოდით, ეს დამუშავება ითვალისწინებს მარცვლეული კულტურების და მრავალწლიანი ბალახების თესვას მოუხნავად, სარეველებთან ბრძოლა ხდება ჰერბიციდებით.
სოფლის მეურნეობის წარმოებაში ნიადაგის დამუშავებისას შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობიდან ყველაზე მეტი ხვედრითი წილი ხვნაზე მოდის. ამასთან, ხვნის ხარისხს არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი მომდევნო ოპერაციების შესრულებისა და მაღალი მოსავლის მიღებისათვის.
როგორ მოვხნათ ნიადაგი
ხვნის ძირითად იარაღს გუთანი წარმოადგენს, ამიტომ გუთნის კონსტრუქციას დიდი ყურადღება ექცევა. სახნისიანი გუთნებით ხვნის ძირითადი მიზანია საქცევში სამუშაო სვლის დროს კორპუსმა მოჭრას საქცევის გაყოლებით გრძივი ბელტი, ასწიოს, გააფხვიეროს და გადააბრუნოს საბოლოო მდგრად მდგომარეობამდე.
ამასთან, ბელტის სიგანე უნდა უდრიდეს კორპუსის მოდების განს, ხოლი სისქე ხვნის დადგენის სიღრმეს.
გარდა ამისა. ბელტის გადაბრუნების შედეგად მის ქვეშ, ხნულის ფსკერზე უნდა მოიქცეს ნიადაგის ზედაპირზე აღმოცენებული სარეველები და მისი თესლები, მავნე მწერების კვერცხები, ჭუპრები და სხვა, რომლებიც ნიადაგის ქვედა ფენაში გაუვნებელი გახდებიან.
ხვნა უნდა შესრულდეს აგროტექნიკურად შესაფერის ვადაში და სიღრმეზე. ჩვეულებრივ 25-35სმ-ზე, თხელფენიან ნიადაგის შემთხვევაში კი — სრულ სიღრმეზე.ხვნა უნდა წარმოებდეს სწორ კვლებად და უხარვეზოდ.
ხვნის დამთავრებისთანავე ნაკვეთის თავი და ბოლო უნდა გადაიხნას. ფერდობებზე ხვნა ქანობის გარდი-გარდმო უნდა ხდებოდეს.
ნიადაგის ქვედა ფენა უნდა ამობრუნდეს ზევით, ზედა შრე კი – პირიქით, ქვემოთ ჩაიხნას. უნდა შეიქმნას თანაბარი ერთგვაროვანი სახნავი ფენა.
ყოველწლიურად ერთსა და იმავე სიღრმეზე ხვნის შედეგად კვლის ფსკერი მაგრდება, რაც პერიოდულად უნდა დაირღვეს დაწესებულ სიღრმესთან შედარებით 3-5სმ-ით უფრო მეტ სიღრმეზე ხვნით.
ხვნის ხარისხის შემოწმება
ნიადაგის ხარისხი პირველ რიგში დამოკიდებულია თვით ნიადაგის მდგომარეობაზე, მისი ტენიანობის ხარისხზე, ნიადაგის სიმწიფეზე.
ნორმალური ტენიანობის დროს მისი სიდიდე ზღვრული ტენტევადობის 60-80%-ს უდრის.ხვნის სიღრმე მოწმდება ღია კვალში, 20 ადგილას, ნაკვეთის შუა წელსა და ბოლოში დიაგონალების მიხედვით. ხვნის საშუალო სიღრმეს ადგენენ ყველა სიღრმის გაზომვათა ჯამის გაყოფით გაზომვათა რიცხვზე.
სარეველა მცენარეთა მოჭრილობა და ჩახნულობა მოწმდება მ2-ობით ნაკვეთის დიაგონალზე 10-25 ადგილას, ყველა წერტილში ათვლილი სარეველათა ჯამი იყოფა კვადრატთა რიცხვზე და აიღება საშუალოდ 1 მ2-ზე, ასევე აითვლება ნაწვერლის და სხვა ნარჩენებიც.
კულტივაცია
კულტივაცია უნდა შესრულდეს 12-15სმ-ს სიღრმეზე, მხოლოდ მწიფე ნიადაგზე, რომელიც კი არ იგლისება, არამედ ფხვიერდება.პირველი კულტივაცია სასურველია შესრულდეს ხნულის, ხოლო მომდევნო კი პირველი კულტივაციის გარდიგარდმო.კულტივაციის დროს ნიადაგის ზედაპირი უსწორმასწორო არ უნდა რჩებოდეს, თხემის სიღრმე 3-4 სმ არ უნდა აღემატებოდეს.

კულტივაციის შედეგად უნდა მოისპოს სარეველა მცენარეები, კულტივაცია ხელს უწყობს ნიადაგში ტენის დაგროვებას.

კულტივაციის ხარისხის შემოწმება

კულტივაციის ხარისხი მოწმდება მუშაობის პროცესშივე აგრეგატის მთელი მოდების განზე, ნაკვეთის დიაგონალის მიხედვით, 10-25 ადგილას, ნაკვეთის თავში, შუასა და ბოლოში კულტივაციის სიღრმე უთანაბრობა არ უნდა აღემატებოდეს 2სმ-ს სარეველის მოჭრის ხარისხი დადგენილი უნდა იქნეს კვადრატული მეტრულების საშუალებით, თანახმად ზემოთ განხილული წესებისათხემიანობა, ხარვეზიანობა დადგენილი უნდა იქნეს ზემოთ განხილული წესების მიხედვით.

meurne.sknews.ge
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2162 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB