მავნებელი-ბზის ალურა-Cydalima perspectalis და მასთან ბრძოლის ღონისძიებები

1825 Views Comment Off

2014 წელს გურიის რეგიონში შეკვეთილის ტერიტორიაზე დაფიქსირდა საშიში მავნებელი ბზის ალურა, რომალიც მიეკუთვნება პეპლების (Lepidoptera) რაზმს Crambidae — ის ოჯახიდან. ბზის ალურას — Cydalima perspectalis სამშობლოა აღმოსავლეთ აზია: ჩინეთი, იაპონია, კორეა, ინდოეთი და სხვა.

2007 წლიდან შემოიჭრა ევროპაში და დღესდღეობით გავრცელებულია გერმანიაში, უნგრეთში, რუმინეთში, თურქეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

2012 წელს კი ოლიმპიური სოფლის გასამწვანებლად განკუთვნილ იტალიიდან შემოტანილ მარადმწვანე ბზის (Buxus sempervirens) სარგავ მასალასთან ერთად შეიჭრა სოჭის ტერიტორიაზე, საიდანაც 2013 წლიდან დაიწყო მავნებლის მასობრივი გავრცელება, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ნაციონალური პარკის ტყის ნარგაობებზე და გამოიწვია ბზის თითქმის 100%- ით დეფოლაცია და შემდგომ ხმობა.

მავნებლის იმაგო დაშლილი ფრთებით 40-45 მმ-ია. წელიწადში იძლევა ორ ან სამ თაობას აპრილ/მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. ზამთარს ატარებს კვერცხის სტადიაში. მატლი მცირე ზომისაა, მაგრამ ძალიან გაუმაძღარი.

ახლად გამოჩეკილი მატლები მომწვანო-მოყვითალოა დიდი შავი თავით და დაფარულია ბუსუსებით. ასაკის მატებასთან ერთად შეფერილობა მუქდება და მწვანე ხდება, გვერდებზე ჩნდება ფართო შავი, შედარებით ვიწრო თეთრი ზოლები და ამობურცული შავი წერტილები.

ზრდასრული მატლის სიგრძე აღწევს 4 სმ-ს. იკვებებიან როგორც ბზის ფოთლებით, ასევე ყლორტებიდან წოვენ მცენარის წვენს. ფოთლები და ყლორტები დაფარულია ფაშარი აბლაბუდით, რომლებზეც შეინიშნება მატლის ექსკრემენტები და გამონაცვალი კანი.

მათ შეუძლიათ გაანადგურონ მრავალწლიანი მცენარეები ძალიან მცირე დროში. მავნებლის განსახლების შემდეგ ბზა თითქოს დამწვარია. მატლების დაჭუპრების შემდეგ ხდება პეპლების გამოფრენა.

მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება მექანიკური ბრძოლის ღონისძიება:

ბზის ღრმად გასხვლა, აგრეთვე კვერცხების და მატლების შეგროვება შემდგომი დაწვით.

ძლიერ დაზიანებული, გამხმარი მცენარეები უნდა დაიწვას.

ვიდრე მცენარე ძლიერ დაზიანდება რეკომენდირებულია მცენარეების დამუშავება პირეტროიდების ჯგუფის პრეპარატებით: დეცისი, დეცის პროფი, ფასტაკი, კარატე, ფიური. შესაძლებელია აგრეთვე ძლიერი სისტემური პრეპარატის ბი-58, გამოყენება უსაფრთხოების ზომების დაცვით, განსაკუთრებით ბავშვებისა და შინაური ცხოველების სიახლოვეს.

ახალგამოჩეკილი მატლების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა ახალი თაობის პრეპარატი მწერების ზრდის და განვითარების რეგულატორი — დიმილინი, რომელიც არატოქსიკურია ადამიანისა და თბილსისხლიანი ცხოველებისათვის.

ბიოლოგიური პრეპარატებიდან რეკომენდირებულია ბაქტერიული პრეპარატები, რომლებიც დამზადებულია Bacillus thuringiensis საფუძველზე. (ლეპიდოციდი სკ-მ). აღსანიშნავია, რომ ეს პრეპარატები ეფექტურია მხოლოდ ახალგაზრდა ასაკის მატლების წინააღმდეგ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB