მარცვლეულის მავნებლები — ამიერკავკასიის პურის ბზუალა

244 Views
პურის ბზუალა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მარცვლოვანი კულტურების სპეციფიკურ მავნ ებელთა შორის იგი ერთ-ერთი მთავარი მავნებელია.

პურის ბზუალა მატლისა და იმაგოს ფაზაში იკვებება და აზიანებს როგორც კულტურულ მარცვლოვნებს — ხორბალს, ქერს, ჭვავს და სხვა, ასევე ველურ მცენარეებსაც- შვრიუკას, გლერტას, ჭანგას, კოინდარს და სხვა.
ბზუალა უმთავრესად იზამთრებს ნიადაგში, მატლის ფაზაში. გაზაფხულზე, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 11-12 გრადუსს მიაღწევს, გამოზამთრებული მატლები კვებას იწყებენ შებინდებიდან დილამდე: თავიანთ სოროებში აგროვებენ ჯეჯილის ფოთლებს, ძენძავენ, რის გამოც ფოთლებისგანაც მხოლოდ ძარღვებიღა რჩება.
მოღრუბლულ ამინდში მატლები შეიძლება დღისითაც იკვებებოდნენ, მოწმენდილ ამინდში კი ისინი თავიანთ სოროებში იმალებიან.

თუ მავნებლის დასახლების სიხშირე დიდია, კალო-კალო შიშველი ლაქები წარმოიშობა, რის გამოც მატლი ახალ ხვრელს რამდენჯერმე იკეთებს. მართალია, აღებისას პურეული მცენარეები ბზუალას მატლების მიმართ უფრო გამძლენი ხდებიან, მაგრამ მცენარე ქვედა და შუა იარუსის ფოთლების დაზიანების გამო მაინც სუსტდება, მისი განვითარება ნელდება და მარცვლის სიმწიფე გვიანდება.
ბრძოლის ღონისძიებები:
პურის ბზუალას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა თესლბრუნვის შემოღება.
სარეველა მცენარეებთან სისტემატირი ბრძოლის ღონისძიებების წარმოება,
მოსავლის დროული და უდანაკარგოდ აღება,
ნაგერალასთან ბრძოლა,
მცენარეთა ანარჩენების ნაკვეთიდან გამოტანა,
დასილოსება,
მოხმარება ან დაწვა,
ნათესის დამატებითი გამოკვება.
პურის ბზუალას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა ქიმიური მეთოდების გამოყენება, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგისა და შესაბამისი სამსახურის კონსულტაციის საფუძველზე.
მზაღო ლობჟანიძე
Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2187 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB