მარცვლეულის ხოჭოსგან თესლის დაცვის მარტივი და ეფექტური საშუალება

176 Views Comment Off

ალბათ, მარცვლეულის ხოჭო ყველასათვის ცნობილია. ეს არის მცირე ზომის (3–4 მმ) ხოჭო, რომელიც თითქმის ყველას უნახავს სამზარეულოში პარკოსნების თესლებს შორის გაბნეული. ხოჭოები თითქმის ყველა პარკოსნის სახეობის თესლებში ვითარდებიან.

პრაქტიკულად, პარკოსნების ყველა სახეობას თავისი “საკუთარი“ ხოჭო ჰყავს: ლობიოს – ლობიოს ხოჭო, ბარდას – ბარდასი და ა.შ. ხოჭოებისგან დაზიანებული თესლები ჩაჩუტულს წააგავს, ზრდასრული ხოჭოები კი ხვრელებს ტოვებენ.

ზოგიერთი სახეობა (მაგ. ლობიოს მარცვლეულის ხოჭო) თესლებს შენახვისას აზიანებენ (რადგან აქ მათი არსებობისათვის იდეალური პირობებია), თუმცა მცენარეები ჯერ კიდევ ბოსტანში არიან საფრთხის ქვეშ. საბედნიეროდ, ხოჭოების წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ მარტივი და ეფექტურია (ეფექტურობა 100%–იანია)

დამწიფებული პარკოსნების მოკრეფის შემდეგ, დაუყონებლივ გადაარჩიეთ ისინი. შეამოწმეთ თესლები და დაზიანებული თესლები მაშინვე გაანადგურეთ. (უკეთესი იქნება, თუ დაწვავთ).

შემდეგ თესლები მოათავსეთ პაკეტში (ცელოფანის ან ტილოს პაკეტში) და 48 საათით მოათავსეთ საყინულეში.

ამ პროცედურის შედეგად თქვენ განვითარების ყველა სტადიაზე მყოფ ხოჭოს გაანადგურებთ. საყინულედან გამოღებული თესლები გაფინეთ ქაღალდზე და კარგად გამოაშრეთ ოთახის ტემპერატურაზე 2–3 დღის განმავლობაში.

თესლები გამოყენებამდე შეგიძლიათ პაკეტში შეინახოთ მაგრამ, ასეთი წესით შენახული თესლები მაინც შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩდნენ მაღაზიაში ნაყიდ თესლებში არსებული ხოჭოების მხრიდან.

ამიტომ, უმჯობესია, თესლები ქილაში შეინახოთ, და თავზე კარგად დააფაროთ. თესლები აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, ობი მოეკიდოს. ამრიგად, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ხოჭოები თესლებს არ მოედებიან.

მარცვლეულის ხოჭოებს შეიძლება შეებრძოლოთ ჯიშების შერჩევის გზითაც.

საქმე იმაშია, რომ არსებობს ჯიშები, რომლებიც ხოჭოებს არ უყვართ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2584 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1353 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB