მაკროელემენტების სიმცირე-სიჭარბის გარეგანი ნიშნები მცენარეებში

951 Views

მცენარის მაკროელემენტებით კვების დიაგნოსტიკა გარეგნული ნიშნების მიხედვით

  • აზოტი

აზოტის სიმცირის შემთხვევაში ადგილი აქვს ყველა ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეების ნაზარდების, ყლორტებისა და ფესვების ზრდა- განვითარების შეფერხებას.

მისი სიმცირე ძლიერ უარყოფითად მოქმედებს ყველა მცენარის ფოთლების განვითარებაზე, რომელთაც გააჩნიათ ღია მწვანე შეფერილობა, ხოლო ძლიერი დეფიციტის დროს ქლოროფილის დაშლის გამო ქვედა იარუსის ფოთლები ავადდებიან ქლოროზით და იღებენ ყვითელ შეფერილობას, ზოგიერთი მცენარის ფოთლები იღებენ წითელ შეფერვასაც.

ხანგრძლივი შიმშილის დროს შესაძლებელია მთელი მცენარე დავადდეს ქლოროზით. შემდგომში ფოთლების ხმობის გამო ყვითელი ფერი თანდათან გადადის ყავისფერში. ამასთან ერთად ადგილი აქვს ნაზარდების ზრდის შეჩერებას და გახევებას.

თითქმის ჩერდება რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნა. ძალზე მცირე რაოდენობით ყვავილები, მარცვლები და ნაყოფების წარმოიქმნებიან, რომლებიც არანორმალურად არიან შეფერადებული.

აზოტის სიჭარბის დროს ფოთლებს გააჩნიათ ძალზე მუქი მწვანე შეფერილობა. ზოგიერთი მცენარის ფოთლების კიდეებზე, მაგალითად კიტრზე, გოგრაზე და კომბოსტოზე, აზოტით ჭარბი კვებისას თავდაპირველად ჩნდება ყვითელი  3-4 მმ სიგანის ყვითელი არშია, რომელიც ქსოვილების კვდომის გამო თანდათან გადადის ყავისფერში.

შემდგომში ხმობა თანდათან ვრცელდება ფოთლის ფირფიტის შუა გულისაკენ და ყველა მცენარის ფოთლის კიდეები და წვერი ეხვევა ქვემოთ. მცირდება ყვავილების  რაოდენობა და ნაყოფმსხმოიარობა. განვითარებული ნაყოფები მახინჯია. რაც უფრო ძლიერია სიჭარბით დაზიანება მით უფრო მოკლდება ვეგეტაცია მცენარის ხმობის გამო.

  • ფოსფორი

ფოსფორით შიმშილის დროს ადგილი აქვს ფესვთა სისტემისა და მიწისზედა ორგანოების ზრდის მკვეთრი შეფერხებას. მისი სიმცირით გამოწვეული ფიზიოლოგიური დავადებები იწყება ქვედა ფოთლებიდან, რომლებიც თავდაპირველად იღებენ მუქ მწვანე, ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში ალისფერ შეფერილობას.

ფოთლის ძარღვებშორის წარმოიქმნებიან ყავისფერი ლაქები, რომლებიც შემდგომში ერთდებიან და იწვევენ ფოთლის მთლიანად ხმობას ამასთან ერთად ფერხდება მცენარეთა ფესვთა სისტემისა და მიწისზედა ორგანოების ზრდა-განვითარება,  ადგილი აქვს უჯრედის კედლების გამსხვილებას.

ფოსფორის დეფიციტი მკვეთრად ამცირებს რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნასა და განვითარებას ადიდებს სტერილური ყვავილების რაოდენობას და ამცირებს ნაყოფმსხმოიარობას. განვითარებული და ნაყოფები მცირე ზომისაა, თავთავები და ტაროები შეუვსებელია, გაზრდილია ბჟირი მარცვლების რიცხვი

ამ ელემენტით ჭარბი კვება ამცირებს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობას, აჩქარებს მომწიფებას, რის გამოც მცირდება სასაქონლო პროდუქციის რაოდენობა. ფოთლები ნაადრევად ჭკნება.

  • კალიუმი

კალიუმის სიმცირის შემთხვევაში მუხრუჭდება  მცენარეთა ფესვთა სისიტემისა და მიწისზედა ორგანოების ზრდა- განვითარება, ყოვნდება ყვავილების განვითარება, ნაყოფებისა და მარცვლის მომწიფება. დიდდება ბჟირი მარცვლების რაოდენობა.

მცირდება ეპიდერმისის სისქე, რაც აპირობებს ყანის მასიურ ჩაწოლას ქვედა ფოთლები იღებენ მუქ მწვანე შეფერილობას, არათანაბრად იზრდება მათი ფირფიტა, რაც იწვევვს დანაოჭებას.

კალიუმით შიმშილის დროს თავდაპირველად ძველი ფოთლის კიდეების ქსოვილები ყვითლდებიან, შემდგომში იწყებენ ხმომას და ყავისფერ შეფერილობას იღებენ, რასაც ,,კიდეების სიდამწვრე” ეწოდება.

კიდეების ხმობა შემდგომში მთელ ძარღვთშორისებზე ვრცელდება. ეს სიმპტომები პირველ რიგში შეიმჩნევა კალიუმისადმი მომთხოვნ ძირხვენა და ტუბერიან კულტურებზე. ზოგიერთი მცენარის ფოთლები იღებს მუქ იისფერ შეფერილობას.

კალიუმის სიჭარბისა და მაგნიუმის სიმცირის დროს ნაყოფებზე წარმოიქმნება მწარე სიდამპლე.

  • კალციუმი

ამ ელემენტით შიმშილი შეინიშნება მჟავე ნიადაგებზე მცენარის  ახალგაზრდა მოზარდ ორგანოებზე. ის აპირობებს ფესვებისა და მიწისზედა ორგანოების ზრდის წერტილების და კვირტების დაზიანებას და ხმობას.

თავდაპირველად ზედა იარუსის ფოთლების ძარღვთშორისებზე  ვითარდება  მოთეთრო შეფერილობის ნათელი  ქლოროზული ლაქები, რომლებიც სწრაფად ფართოვდებიან და მთელ ფირფიტას იკავებენ.

ამასთან ერთად ადგილი აქვს ქსოვილების უჯრედის კედლების გათხელებას, გალორწოვნებას და ფოთლების ერთმანეთზე დაწეპებას. აღინიშნება აგრეთვე ფოთლის კიდეების ხმობა. ნაყოფები ნაადრევად იწყებენ ლპობას.

კალციუმის სიჭარბე აპირობებს მცენარეთა ნაადრევ დაბერებას.

  • მაგნიუმი

მაგნიუმი შედის ქლოროფილის შემადგენლობაში. ამ ელემენტით შიმშილის დროს მისი დაშლა იწყება ქვედა ფოთლებიდან, რომლებზედაც ვითარდება ძარღვთშორისი ქლოროზი, რომლის დროსაც მაგნიუმით შიმშილის ხარისხის მიხედვით ფოთლების ძარღვთშორისები აჭრელებულია ღია მწვანედ, ღია ყვითლად, ნარინჯისფრად, ან წითლად.

ამასთან ერთად ფოთლის ფირფიტაზე ჩნდება მოყვითალო ქლოროზით დავადებული უბნები, რომლებიც მოგვიანებით ხმებიან, იღებენ ყავისფერ შეფერილობას, ხდებიან მყიფე, მტვრევადი. დავადებულ მცენარეზე ფოთლები ნადრევად ცვივა, ნაყოფებიც ადრეულად მწიფდება.

მაგნიუმით ჭარბი კვება აფერხებს მცენარის მიერ კალციუმისა და კალიუმის შეთვისებას.

  • რკინა

რკინა მონაწილეობს ქლოროფილია წარმოქმნაში, ამიტომ მისი სიმცირის დროს თითქმის ყველა მცენარე ავადდება ქლოროზით.

დავადების სიმპტომები თავდაპირველად ჩნდება ზედა იარუსის ახალგაზრდა ფოთლების ძარღვთშორისებზე  რომლებიც თავდაპირველად იღებენ ღია მწვანე, შემდგომ მოთეთრო-მოყვითალო და ბოლოს ყვითელ შეფერილობას.

ამასთან ერთად აღინიშნება ფოთლის კიდეების და წვერის ხმობა. შემდგომში მთელი ფირფიტა ხმება და ფოთლები ცვივა.

  • გოგირდი

გოგირდი არ შედის ქლოროფილის შედგენილობაში , მაგრამ მისი სიმცირის დროს მაინც შეინიშნება ქლოროზის ნიშნები, რომელიც ძალზე წააგავს აზოტის ნაკლებობის სიმპტომებს.

გოგირდით შიმშილის დროს უფრო ხშირად ახალგაზრდა და ზოგჯერ ძველი ფოთლები იღებენ ყვითელ, ნარინჯისფერ და წითელ შეფერილობას. ზრდა შეფერხებულად მიმდინარეობს, რის გამოც ვითარდება მოკლე, ხეშეში წვრილი და სწორი ყლორტები. ფესვთა სისტემა ნორმალურად ვითარდება.

ავტორი: ა. თხელიძე

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
345 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2353 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB