როგორ გავახაროთ ლიმონი ოთახის პირობებში

ლიმონი

ლიმონი მეტად სუსტი ყინვაგამძლე მცენარეა, თუ მის მოვლა-მოყვანას შევისწავლით ოთახის პირობებისათვის, საკმაო მოსავალსაც მივიღებთ (20-35 ც. ძირიდან).

იაპონელმა მეცნიერ-ფსიქოლოგებმა დაადგინეს, ოთახში სასიამოვნო სუნი დგება, რაც ხელს უწყობს ატმოსფეროს გაჯანსაღებას. ფიტონციდების არსებობა კი მრავალი დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს სპობს.

ლიმონის საოთახე კულტურისათვის ზოგიერთი მკვლევარი ირჩევს თესლნერგს ან კალმების დაფესვიანებით მიღებულ ნერგებს. როგორც ცნობილია, თესლნერგი ჯერ ერთი გვიან (10-12 წელი) შედის მსხმოიარებაში, ასევე თესლნერგი უმეტეს შემთხვევაში ვერ იძლევა ისეთ ნაყოფებს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, ამიტომ უმჯობესია ლიმონის ნერგების საოთახო კულტურისათვის კალმების დაფესვიანებით გამოყვანა.

სასურველია შეირჩეს ჯიში , რომლისთვისაც დამახასიათებელია კომპაქტური, კარგად შეფოთლილი ვარჯი, უხვი მსხმოიარობა. შერჩეულ მცენარეს გაზაფხულზე უნდა ჩაუტარდეს მსუბუქი გასხვლა, რაც გამოიწვევს საკალმე ტოტების ინტენსიურ განვითარებას /აგროკავკასია/.

ივლის-აგვისტოს პერიოდში ლიმონის დასაკალმებლად უნდა აიჭრას 4-5 მილიმეტრი სისქისა და 10-11 სანტიმეტრი სიგრძის ტოტები /აგროკავკასია/.

კალამი უნდა ჩაირგას ღრმად (5-6 სმ), ზემოდან უნდა დავახუროთ გამჭვირვალე (მინის) ქილა და დავდგათ სითბოში (25-300C). დაახლოებით ერთ თვეში დაფესვიანდება (ქილის გარეშე საშუალოდ 2 თვე) და შემდეგ გადავრგათ მაღალ ქოთანში /აგროკავკასია/.

ლიმონის კასრებში დარგვამდე რეკომენდირებულია 50 % ბაღის მიწა, 25 % ნეშომპალა (გადამწვარი ნაკელი) და 25 % ქვიშის ნაზავი.

ნერგი უნდა ჩაირგას დაახლოებით 30 სმ სიმაღლის და 30 სმ სიგანის ჭურჭელში, რომელსაც უკეთებენ 4-5 ცალ 5 მმ-იან ნახვრეტს. დარგვის შემდეგ უნდა დაუსვან ჭიგო და ააკრან.

აღნიშნული ჭურჭლის ზომა და მოცულობა იცვლება მცენარის ხნოვანების მიხედვით, 6-8 წლიანი ნერგებისათვის საჭიროა 40X55 სმ ჭურჭელი; ჭურჭელი შეიძლება იყოს თიხის, ხის, ლითონის, პლასტმასის.

მცენარის ტენით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია მორწყვა საჭიროების მიხედვით, ასევე ჰაერაცია, ამიტომ ოთახში აუცილებელია ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის ამაღლება.

დადგენილია, რომ ერთი ნაყოფის წარმოსაქმნელად 8-10 ფიზიოლოგიურად აქტიური ფოთოლია საჭირო. ამიტომ თუ ეს ასე არ არის, იმ წელს ნაყოფს არ იძლევა, საკვები ნივთიერებების უკმარისობის გამო ყვავილები და ნასკვები არ ვითარდება და ცვივა.

პირველ ხუთ დღეს გადარგული მცენარე უნდა დაიდგას ჩრდილში, შემდეგ მოირწყას. მორწყვა უნდა ჩატარდეს 2-3 დღეში ერთხელ, სასურველია დაწვიმებით. საღამოთი ან ადრე დილით.

ნერგების პირველი გასხვლა ხდება 20-25 სმ სიმაღლეზე, რის შემდეგაც მცენარე გამოიღებს პირველი რიგის 3-5 ტოტს. მასზე ჩნდება მეორე რიგის ყლორტები და ა. შ.

ჩვეულებრივ მეოთხე რიგის ყლორტებზე უკვე ნაყოფი წარმოიქმნება. პირველი, მეორე და მესამე რიგის ყლორტები ისხვლება 20-25 სმ სიგრძეზე და ამით, ძირითადად ვარჯის ფორმირება დამთავრებულია.

სწრაფმზარდი, ე. წ. მოზვერა ტოტები უნდა იქნას პინცირებული. გასხვლას-ფორმირებას აწარმოებენ ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყების წინ.

ნიადაგის გასანოყიერებლად უნდა შეიტანონ ორგანული სასუქები – გადამწვარი ნაკელი, ნეშომპალა.

ლომონი

მინერალური სასუქები უმჯობესია შეტანილ იქნას ხსნარის სახით: ერთ მცენარეზე ერთი სუფრის კოვზი აზოტი, ერთი ჩაის კოვზი კალიუმის მარილი, ორი სუფრის კოვზი ფოსფორი. იგივე რაოდენობის მინერალური სასუქი შეიძლება შეტანილი იქნას ნიადაგის ქვეშ და შემდეგ მოირწყას.

სასუქების შეტანა ხდება გაზაფხულზე, გასხვლის შემდეგ, ვეგეტაციის დაწყებამდე და მეორე ვეგეტაციის დაწყების წინ (ივლისი). გასხვლის და განოყიერების შემდეგ საჭიროა ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერება, რომელიც უნდა განმეორდეს გაზაფხულის პერიოდში რამდენჯერმე ისე, რომ ნიადაგის ზედაპირს არ უნდა ჰქონდეს ქერქი.

გაზაფხულზე, როცა ჰაერის ტემპერატურა 100C-ზე ზევით აიწევს, მცენარე უნდა იქნას გატანილი გარეთ. რამდენიმე დღეს უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ დასხივებას. მცენარეების ოთახის პირობებში შეტანა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 100C -ია და იწევს დაბლა.

ზამთარში მცენარე 10-15 გრადუსი ტემპერატურის პირობებს ქვემოთ არ უნდა მოვაქციოთ, არც ძალზე მაღალი ტემპერატურაა სასურველი.

თუ მცენარეს გაუჩნდა მავნებლები, მაშინ ჩვეულებრივი წამლობა უნდა ჩაუტარდეს, ან თუ მცირე რაოდენობითაა შეიძლება 10 გრამი საპონი გაიხსნას ერთ ლიტრ წყალში და მცენარე რბილი ნაჭრით გაიწმინდოს. წამლობა ტარდება ყვავილობამდე და გამონასკვის შემდეგ. ნაყოფის გამონასკვის შემდეგ კარგ შედეგს იძლევა ბორდოს ხსნარით შეწამვლა.

ლიმონი

ლიმონის ჯიშებიდან, ოთახის პირობებში კარგ შედეგს იძლევა ლიმონი “ქართული”, “მეიერი”, “ვილაფრანკა”.

ავტორები: რეზო ჯაბნიძე ; გიორგი ჯაბნიძე
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

თქვენი რეკლამა